22 ივნისს, „ონლაინ“ ღონისძიება „ინკლუზიური მწვანე ეკონომიკა საქართველოსთვის” გაიმართება. მისი მთავარი მიზანია კლიმატის ცვლილებასთან და მწვანე დაფინანსებასთან დაკავშირებული გამოწვევებისა განხილვა. შეხვედრაზე ისაუბრებენ, რა გავლენა აქვთ ამ გამოწვევებს ქალ და მამაკაც მეწარმეთა საქმიანობაზე და როგორ უმკლავდება მათ მიკრო, მცირე თუ საშუალო ბიზნესი.
რამდენად ინფორმირებულები არიან ქალი და მამაკაცი მეწარმეები კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების შესახებ, მათი დაძლევის რა მეთოდებს იცნობენ და რამდენად ხელმისაწვდომია მათთვის მწვანე დაფინანსება – ამ და სხვა კითხვებზე პასუხების გასაცემად EBRD-ის GEFF პროგრამამ საქართველოში მრავალპროფილური კვლევა ჩაატარა. ღონისძიებაზე, ბანკისა და პროგრამის წარმომადგენლებთან ერთად, კვლევის მთავარ მიგნებებსა და რეკომენდაციებზე საქართველოს სამთავრობო, ფინანსური და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ისაუბრებენ.
[R]