სულ ახლახან გაირკვა, რომ ლევან ბერძენიშვილის წიგნი “წმინდა წყვდიადი” EBRD-ის ლიტერატურული პრემიის ნომინანტია. იგი ბრაიან ჯეიმს ბერნა და ელენ ვაინერმა თარგმნეს. EBRD-ის ლიტერატურული პრემია 30-ზე მეტ ქვეყანაში ხელს უწყობს თარგმნილი ლიტერატურის პოპულარიზაციას. აღნიშნულ პრემიას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საფუძველი 2 წლის წინ ჩაუყარა. წელს გამარჯვებული 22 აპრილს გამოცხადდება და ის 20 000 ევროს მიიღებს.
აღნიშნული პრემია ერთნაირად აფასებს და აღიარებს მწერლებსა და თარჯიმნებს. წელს პრემიის ჟიურიმ პრემიისთვის 10 რომანი შეარჩია, რომლებშიც საინტერესო ამბებია მოყოლილი. ლევან ბერძენიშვილი ისეთ მწერლებს შორისაა, როგორებიც არიან ბორის აკუნინი, გუზელ იახინა, გრიგორი კანოვიჩი და სხვ. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, ლიტერატურული პრიზის “შორთლისტს” დაველოდოთ.. ვრცელი სიის სანახავად კი ეწვიეთ ბმულს.