10
May
2019

თიბისი, EBRD-მა, საქართველოში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

10 May 2019

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD), თიბისი, საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსების კუთხით, საქართველოში, ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა.  როგორც თავად ამბობენ, აღნიშნული ჯილდო ბანკმა უკვე მეხუთედ მიიღო.

 

დაჯილდოების ყოველწლიური ცერემონია ბოსნია და ჰერცოგოვინიის სარაევოში გაიმართა, სადაც EBRD ის წარმომადგენლებმა 2018  წლის წარმატებულ პარტნიორ ბანკებს უმასპინძლეს.

„ვაჭრობის დაფინანსება ეკონომიკური განვითარების ერთ – ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ჩვენი პარტნიორი ბანკები აქტიურად უჭერენ  მხარს კომპანიებს და ხელს უწყობენ მათ განვითარებას. ჩვენთვის დიდი პატივია მსოფლიოს სამი კონტინენტიდან ასეთ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. დღევანდელი დაჯილდოების ცერემონიით გვსურს, გამოვხატოთ მადლიერება და პატივისცემა ფინანსური ინსტიტუტების მიმართ“, – განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციის დაგანვითარების ბანკის მმართველმა დირექტორმა ფრანცის მალიგმა.

EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამა (Trade Facilitation Programme) 1999 წელს დაფუძნდა და მიზნად ისახავს საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერას იმ ქვეყნებში, სადაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ინვესტიციებს ახორციელებს.

„პროგრამის ფარგლებში, EBRD გასცემს გარანტიებს პარტნიორი ბანკებისთვის ადგილობრივი ექსპორტიორების, იმპორტიორებისა და დისტრიბუტორების დაფინანსების მხარდასაჭერად. დღეს ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამა 26 ქვეყნის 94 ბანკთან თანამშრომლობს, 800-ზე მეტი ბანკისთვის გაცემული ფინანსური მხარდაჭერა 1.5 მილიარდ ევროს აღემატება. თიბისი ბანკი EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის წევრი 1999 წელს გახდა“.

 

განხილვა