მოდით, ნუ შევჩერდებით ციფრული სამყაროს უპირატესობების გამეორებაზე და პირდაპირ ვთქვათ – დღეს ბიზნესის განვითარება და წარმატება სოციალურ ქსელებში აქტივობის გარეშე წარმოუდგენელია.
გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერი სახის რეკლამა ერთ კონკრეტულ მიზანს – გაყიდვას ემსახურება, მაინც არსებობს ინფორმაციის მიწოდების ისეთი ფორმები, რომელიც მომხმარებლებში არ იწვევს აგრესიას, პირიქით – მომხმარებლები ინფორმაციას ისმენენ და ენდობიან.
ერთ-ერთი „არააგრსიული“ მარკეტინგის ფორმა კი ინფლუენსერ მარკეტინგია, რომელიც თავიდან ბოლომდე Word of mouth პრინციპზეა აგებული. ინფლუენსერები და ბრენდ ამბასადორები თავის აუდიტორიას რჩევებსა და რეკომენდაციებს აძლევენ, ხოლო გადაწყვეტილებას თავად აუდიტორია იღებს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თქვენ უსმენთ მათ, ვისაც ენდობით.
ინფლუენსერ მარკეტინგული კომპანიები გავლენიან და ავტორიტეტულ ადამიანებს ბრენდის პროდუქტის ან მომსახურების პოპულარიზაციისთვის მიმართავენ, რაც თავისთავად, ბრენდის გაყიდვებზე დადებითად მოქმედებს.

სულ ცოტა ხნის წინ, ინფლუენსერ მარკეტინგულმა სააგენტო echolize-მა საკუთარი აპლიკაცია ჩაუშვა, რომელიც კრეატორების საქმიანობას უფრო მარტივსა და კომფორტულს ხდის.
გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერი ბიზნესისთვის ზრდისთვის პრიორიტეტულია მომხმარებლის გამოცდილება და კომფორტი, echolize-ის აპლიკაცია კრეატორების სურვილებს – ჩაერთონ მიმდინარე კამპანიებში, აბსოლუტურად პასუხობს.
აპლიკაციის გადმოწერისთანავე, კრეატორი თავისი Instagram-ის სოციალური არხით რეგისტრირდება პლატფორმაზე. ახალი და ერთიანი სისტემის მეშვეობით კი ბრენდებს საშუალება აქვთ სამიზნე სეგმენტის მქონე ინფლუენსერებთან პირდაპირი კავშირი დაამყარონ, რაც სწრაფ და მარტივ უკუკავშირს გულისხმობს. მაგალითად, თუ ბრენდმა მისთვის საინტერესო კრეატორებისთვის კონკრეტული შეთავაზება განათავსა, ამის შესახებ ინფორმაცია ინფლუენსერებს იმ წამსვე, პირდაპირ აპლიკაციაში, Notification-ის სახით დაუფიქსირდება. შესაბამისად, კრეატორს შეუძლია ასევე სწრაფად მოახდინოს უკუკავშირი და დაადასტუროს/უარყოს ბრენდის შეთავაზება.

აპლიკაციაში თავმოყრილი მთელი ინფლუენსერ მარკეტინგის სისტემა ბრენდებსა და კრეატორებს საშუალებას აძლევს გახდეს თანამშრომლობის პროცესი უფრო მეტად ავტომატიზებული. აპლიკაციით შეთავაზებებს ბევრად მეტი ინფლუენსერი ნახულობს, რაც მეტია ინფლუენსერი, მით მეტია კონკრეტულ კამპანიაში მათი ჩართულობის მაჩვენებელი. შესაბამისად, კამპანიაც მეტად შედეგიანია. გარდა ამისა, აპლიკაცია ბრენდს დროის დაზოგვაში ეხმარება.
ასე რომ, თუ თქვენ ხართ კრეატორი და გსურთ ჩაერთოთ სხვადასხვა კამპანიებში და მიიღოთ შემოთავაზებები ბრენდებისგან, echolize-ის პლატფორმისა და ახლა უკვე აპლიკაციის დახმარებით მთელი პროცესები თქვენს ტელეფონშია.
ჩვენი აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია Appstore და Google Playstore-ში.
[პარტნიორის კონტენტი]













