in ,

ქართული ინფლუენსერ მარკეტინგის პლატფორმა echolize.com ამოქმედდა – რაში დაგვეხმარება

ქართული ინფლუენსერ მარკეტინგის პლატფორმა echolize.com უკვე ამოქმედდა, რაც ნიშნავს, რომ მისი გამოყენება  აქტიურად შეუძლიათ მარკეტერებსა და ინფლუენსერებს. პლატფორმა ამ ორ მხარეს შორის ერთგვარ შუამავალს წარმოადგენს და ტექნოლოგიური მიდგომებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით, ეხმარება ბრენდებსა და მარკეტინგულ სააგენტოებს აღმოაჩინონ ახალი ინფლუენსერები, მიიღონ მათზე ამომწურავი ინფორმაცია და შესაბამისად, მათთან თანამშრომლობის კუთხით, მიიღონ მონაცემებზე დაყრდნობილი გადაწყვეტილება. გარდა ამისა, მანამ, სანამ ფინანსური რესურსის დახარჯვას გადაწყვეტენ, კომპანიები შეძლებენ ნახონ, რა იქნება კონკრეტული კამპანიის მოსალოდნელი შედეგი. მეტიც, პლატფორმიდანვე შეძლებენ გაიმარტივონ საკმაოდ რთული პროცესი – ისეთი კამპანიების მენეჯმენტი და შედეგების ანალიზი, რომელშიც მრავალი ინფლუენსერია ჩართული. 

Echolize ავტომატურ რეჟიმში უზრუნველყოფს ინფლუენსერ მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვას, განხორციელებასა და მენეჯმენტს“, – ამბობს ლადი გაბუნია, Echolize-ის თანადამფუძნებელი. 

echolize.com სტარტაპ Influence Georgia-ს პროდუქტია. სტარტაპი უკვე სამი წელია, რაც ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს და ამ პერიოდში წარმართულ 200-მდე ინფლუენსერ მარკეტინგულ კამპანიას ითვლის. „დაწყებისთანავე, ჩვენი მიზანი იყო საერთაშორისო ბაზარზე გასვლა და ინფლუენსერ მარკეტინგის ინდუსტრიის განვითარება, რაც შეუძლებელია პლატფორმის გარეშე“, – ამბობს ლადი გაბუნია. ხოლო შესაბამის პლატფორმაზე, ანუ echolize.com-ზე მუშაობა Influence Georgia-ს გუნდმა 2018 წელს დაიწყო, როცა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსგან 100,000 ლარიანი გრანტი მოიპოვა. 

გიორგი თუშურაშვილი და ლადი გაბუნია – Echolize-ის დამფუძნებლები

M: რა ეტაპები გაიარეთ პლატფორმის ამუშავებამდე, რომელ კომპანიებთან ითანამშრომლეთ echolize.com-ის ტექნიკური გამართვისთვის?
პლატფორმაზე მუშაობა დავიწყეთ 2018 წელს, როცა მოვიპოვეთ 100,000 ლარიანი გრანტი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსგან (GITA). გვეგონა, რომ ამ თანხით შევძლებდით პლატფორმის MVP ვერსიის შექმნას, თუმცა აღმოჩდა რომ ძალიან შევცდით! დაქირავებული გვყავდა უკრაინული კომპანია, რომელიც ამ პროექტზე მუშაობდა. ერთი რამ თუ შეიძლება ითქვას ამ პროცეზე, არის ის, რომ ძალიან ბევრი ვისწავლეთ ჩვენც და უკრაინელებმაც. აღმოჩნდა, რომ შეთანხმებული სამუშაო ბევრად მეტი იყო, ვიდრე ბიუჯეტი გვაძლევდა მისი განხორციელების საშუალებას. დიდი შრომის შემდგომ, მივიყვანეთ პროექტი პროტოტიპამდე, რაც გულისხმობდა, რომ პოტენციური ინვესტორებისათვის საჩვენებელი მასალა გვქონდა.

ვიცოდით, რომ თუ რეალურად გვინდა ამ თემის განვითარება, საჭირო იქნებოდა დამატებითი ინვესტიცია. ვიყენებდით საქართველოში არსებულ ყველა შესაძლებლობას, რომ ინვესტორი გვეპოვა. ხშირად მიგვიღია Pitching-ის ღონისძიებებზე მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, რომ იქ რეალური ინვესტორი არ ყოფილა. თუმცა, ჩვენ ამას როგორც მზადების პროცესს, ისე ვუყურებდით. მზადების პროცესს რეალურ ინვესტორთან შესახვედრად. ერთ-ერთ ‘pitching’-ზე, რომელიც BTU უნივერსიტეტმა დააორგანიზა, გავიცანით ჩვენი დღვენადელი ინვესტორები, რომლებიც ისრაელიდან იყვნენ ჩამოსულები და მალევე მივაღწიეთ შეთანხმებას. დამატებით თანხა მოვიზიდეთ GITA-სგან. ამ თანხით უკვე სხვანიარად მივუდექით ჩვენს საქმიანობას და საქართველოში არსებულ კომპანია WebIZ-თან ერთად შევქმენით ჩვენი პლატფორმა. 

M: უფრო კონკრეტულად, რის საშუალებას აძლევს პლატფორმა მომხმარებლებს და რა ინსტრუმენტებს იყენებს ამისთვის?
მარკეტინგის მენეჯერებს ვაძლევთ საშუალებას მიიღონ ზუსტი ინფორმაცია კრეატორზე (ინფლუენსერზე). აქამდე, როდესაც მენეჯერი იღებდა გადაწყვეტილებას ემუშავა ინფლუენსერ მარკეტინგულ კამპანიაზე, უწევდა კრეატორების ძებნა სოციალურ მედიაში, ფასების დადგენა, მიმდევრებზე მონაცემების გადამოწმება, ბიუჯეტის განსაზღვრა, მოსალოდნელი შედეგის დადგენა და ბევრ სხვა პატარა დეტალზე ფიქრი. ეს მარტო სანამ კამპანია ჩაეშვებოდა. კამპანიის პროცესის დროს ემატება ინფლუენსერთან კომუნიკაცია და შექმნილი კონტენტის დადასტურება. აქტივობის დასრულებისას, კი, რა თქმა უნდა, მთვარი ნაწილია რეპორტინგი და შედეგის შეფასება, რაც გულისხმობს კრეატორებისგან მიღებული ინფრომაციის დამუშავებასა და რეპორტის შექმნას. ჩვენი პლატფორმა ყველა ამ პროცესს ამარტივებს და ამავდროულად ზრდის კრეატორების რაოდენობას 10-ჯერ. აქამდე თუ გვყავდა 200 ინფლუენსერი, ახლო მომვავლში ეს ციფრი გახდება 2,000. 

Echolize ასევე აძლევს საშუალებას მარეტერებს არ იყვნენ შებოჭილები მხოლოდ მაკრო კრეატორებთან (ინფლუსენსერბთან) ურთიერთობით. პლატფრომის მეშვეობით, პირველად საქართველოში, მარკეტერებს შეეძლებათ განახორციელონ კამპანიეიბი NANO, MICRO და მაკრო კრეატორების (ინფლუსენსერბის) ჩართულობით, რაც მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა და ბევრი საერთაშორისო ბრენდი სწორედ ამ მიმათულლებას ამჯობინებს. 

ინფლუენსერის პროფილი Echolize-ზე

M: რა ეტაპების გავლის შედეგად შეუძლია ერთი მხრივ ბრენდსა და მეორე მხრივ – ინფლუენსერს ერთმანეთთან დაკავშირების მიზნის მიღწევა? 
პლატფორმაზე რეგისტრაცია ძალიან მარტივია და ორივე მხარისთვის გახსნილია. დღესვე შეუძლია ორივე მათგანს რეგისტრაცია გაიროს და დაიწყოს მუშაობა. მინდა ისიც აღვნიშნო, რომ ჩვენი პლატფორმა ყველასათვის ღიაა, ვინც თვლის, რომ კრეატორია. ჩვენ სიტყვა ინფლუენსერს ვერიდებით, ვინაიდან ინფლუენსერი არ ასახავს კარგად იმ ადამიანებს, ვისთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ. ჩვენ ვთანაშროლობთ კრეატორებთან, ანუ ადამიანებთან ვინც ქმნიან კონტენტს, რომელიც საინტერსოა და ჰყავთ სეგმენტი, რომელიც ადევნებს თვალს ამ კონტენტს. ჩვენთვის მთავარი არ არის მიმდევრების რაოდენობა და მხოლოდ ამ მონაცემს არ ვითვალისწინებთ ინფლუენსერის კამპანიაში ჩართვისათვის.

ჩვენი გადმოსახედიდან, ინფლუენსერ მარკეტინგის ინდუსტრია იცვლება და ბევრად უფრო მეტი კომპანია გამოიყენებს, ე.წ. “nano creator”-ებს. ანუ ადამიანებს, ვისაც 500-2000-მდე მიმდევარი ჰყავს და მაღალი “engagment rate” აქვთ, ძალიან კონკრეტულ სეგმენტზე გადიან და ამ ნიშისთვის კარგ კონტენტს ქმნიან. ბევრი ასეთი ადამიანი არსებობს საქართველოში, ვინც ამ მოთხოვნას აკმაყოფილებს და ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ასეთი “nano creator” გავაერთიანოთ Echolize.com-ზე. მინდა აქაც ვისარგებლო საშუალებით და ყველას ვინც დაინტერესებულია დავპატიჟო და ვთხოვო რეგისტრაცია გაიაროს პლატფორმაზე.

M: როგორც ვიცით, პლატფორმა მუშაობისას მონაცემებს ეყრდნობა და გარდა ამისა, შეთავაზებების ნაწილში, ანუ, ინფლუენსერებისა და ბრენდების ერთმანეთთან დაკავშირებისას, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას აპირებთ… 
ამ ეტაპზე ჩვენი პლატფორმა echolize.com არ იყენებს ხელოვნურ ინტელექტს. ამისთვის საჭიროა, რომ ასობით კამპანია გაკეთდეს ჩვენს პლატფორმაზე. ჩვენი მიზანია დავამუშავოთ ინფორმაცია, რომელიც დაგვიგროვდება და “matching algorithm” მეშვეობით ბრენდებს შევთავაზოთ კიდევ უფრო დახვეწილი სერვისი, ანუ მონაცემებზე დაყრდნობილი გადაწყვეტილების მიღების საშუალება. 

მაგალითად: როდესაც გვეცოდინება ბრენდის პროფილი და კამპანიის ამოცანა, პლატფორმა შეძლებს ჩვენს მიერ დაგროვებული ინფორმაციის საფუძველზე ურჩიოს კრეატორიები (ინფლუენსერები), რომლებიც ყველაზე მაღალ შედეგს დადებენ. დღევანდელ მარკეტინგულ სამყაროში ყველაფერი იზომება და ეს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, ჩვენი პლატფორმის შემდეგი დიდი განახლება ემსახურება ინფლუენსერ მარკეტინგის კიდევ უფრო გადაბმას გაყიდვებზე. ამ ნაწილზე მუშაობა უკვე დაწყებულია. 

Echolize-ზე კამპანიის შექმნის ბოლო ეტაპი

M: რა განასხვავებს echolize.com-ს მსოფლიოს მასშტაბით არსებული ანალოგებისგან და რამდენად გაქვთ ამბიცია, მსოფლიო ბაზარზე ინფლუენსერ მარკეტინგის გზამკვლევად იქცეთ? რა გეგმები გაქვთ? 
მსოფლიო ბაზარზე კონკურენცია, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია. ჩვენი გეგმაა ჯერ რეგიონში განვითარება (პირველ რიგში უკრაინა და ისრაელი). ამაში დაგვეხმარება ჩვენი ინვესტორების სხვა ბიზნესები და კონტაქტები. ეს იქნება პირველი ნაბიჯი. შემდეგ უკვე სხვა ბაზრებზეც გავალთ. პირველ რიგში, აღმოსავლეთ ევროპას მოვიაზრებთ. Echolize.com მომავალში, როგორც უკვე აღვნიშნე, იქნება გაყიდვებზე ორიენტირებული. ამ მიმართულებით ჯერ არ მუშაობს სხვა პლატფორმა. შესაბამისად, ეს უპირატესობა დაგვეხმარება სხვა ბაზრებზეც შევძლოთ ჩვენი თავის დამკვიდრება. ძალიან გვეხმარება 500 Startup-ის აქსელერატორის პროგრამა, რომელიც ცოტა ხნის წინ გავიარეთ. ეს პროგრამა მსოფლიო მასშტაბით ტოპ 3 პროგრამაშია შესული. ის საქართველოს ბანკთან და GITA-სთან ერთად, პირველად ჩატარდა საქართველოში. ამჟამად, ჩვენი ყოველდღიური მუშაობა ამ პროგრამას ეყრდნობა, რაც გვეხმარება სწრაფ განვითარებაში.

„ცვლილება“ – 17 წლის ივა სალუქვაძის ფონტი

სილქნეტის ახალი, ფერადი სტიკერები ვაიბერში