in

“echolize” უკვე Full-service მარკეტინგული სააგენტოა

echolize შესაძლებლობებს აფართოებს და კომპანიებს უკვე სრულმასშტაბიან მარკეტინგულ მომსახურებას სთავაზობს.

კომპანია ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა, როგორც პირველი ინფლუენსერ მარკეტინგული სააგენტო. 2020 წელს კი, ბრენდებისა და ინფლუენსერების ერთმანეთთან დაკავშირების მიზნით, შექმნა ინოვაციური პლატფორმა echolize.com.

სარეკლამო ინდუსტრიაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და მაღალი მოთხოვნის შემდეგ, echolize-მა პარტნიორი კომპანიებისთვის სრულმასშტაბიანი მარკეტინგული მომსახურების (Full Marketing Service) შეთავაზება გადაწყვიტა. შედეგად, გააფართოვა სერვისების სპექტრი და დაამატა Digital, Brand Development და Production მიმართულებები.

ამას გარდა, echolize კომპანიებს კრიპტო და NFT მიმართულებით საკონსულტაციო სერვისსაც სთავაზობს, ეხმარება სტრატეგიული აქტივობების წარმატებით ორგანიზებაში და უზრუნველყოფს მათ ინფორმაციულ და ტექნიკურ მხარდაჭერას.

“ჩვენი მიზანია, კომპანიებს მივცეთ შესაძლებლობა, სრულად კონცენტრირდნენ ძირითად საქმიანობაზე, მაშინ, როცა ჩვენ საიმედოდ ვიზრუნებთ მათ ყველა მარკეტინგულ აქტივობებსსა და იდეებზე”, – გოგა ბერიძე – CEO.

echolize-მა სერვისის მრავალფეროვნებასთან ერთად, გააფართოვა თავისი გუნდი და უკვე თანამშრომლობს რამდენიმე კომპანიასთან, როგორც სრულმასშტაბიანი მარკეტინგული სააგენტო. ამის პარალელურად, კომპანია აქტიურად მუშაობს რამდენიმე სამომავლო პროექტზე, რომლის დეტალებსაც მალე შევიტყობთ.

[პარტნიორის კონტენტი]

AI-ს დახმარებით Meta უნივერსალური ენის მთარგმნელს ქმნის

მეცნიერებმა ხელოვნური გრავიტაციის მქონე მთვარის ბაზა შექმნეს