in

ინფლუენსერ მარკეტინგული პლატფორმა echolize-ი განახლდა

სულ ცოტა ხნის წინ, ქართული ინფლუენსერ მარკეტინგის პლატფორმა echolize.com-ი განახლდა და მომხმარებლებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს.
ვინაიდან, მარკეტინგული კამპანიების სწორად დაგეგმვაში დიდი როლი უჭირავს მონაცემებსა და მასზე დაყრდნობით მიღებულ გადაწყვეტილებებს, echolize.com-ი ყველა ბრენდსა თუ მარკეტერს 10 დღის მანძილზე პლატფორმაზე უფასო წვდომის შესაძლებლობას სთავაზობს, რაც მათ სასურველი კამპანიის სწორად დაგეგმვაში დაეხმარება.

ახლა უკვე, 10 დღის მანძილზე ბრენდსა თუ მარკეტერს შესაძლებლობა აქვს:

  • აღმოაჩინოს პლატფორმაზე რეგისტრირებული 400+ ინფლუენსერი
  • დაგეგმოს კამპანია და ნახოს მოსალოდნელი შედეგები წინასწარ
  • გაეცნოს კრეატორების პროფილსა და მონაცემებს დეტალურად

echolize.com-ზე 2 სახის კამპანიის შექმნაა შესაძლებელი:

ღია კამპანია

ღია კამპანიაში ინფლუენსერი გირჩევს შენ!

  1. შექმენი ბრიფი 10 წუთში​
  2. აირჩიე შენი სამიზნე აუდიტორია და მიეცი საშუალება 500-ზე მეტ ინფლუენსერს მიიღოს მონაწილეობა შენს კამპანიაში
  3. ბრიფის გაცნობის შემდეგ შენი კამპანიით დაინტერესებული ინფლუენსერები საკუთარ კონტენტს შემოგთავაზებენ დასადასტურებლად
  4. თუ კმაყოფილი იქნები კონტენტით და მოსალოდნელი შედეგით, ინფლუენსერს კამპანიაში მონაწილეობას დაუდასტურებ ანაზღაურების სანაცვლოდ
  5. თვალი ადევნე კამპანიის შედეგებს live რეჟიმში.

დახურული კამპანია

 დახურულ კამპანიაში ინფლუენსერს ირჩევ შენ!

  1. შექმენი ბრიფი 10 წუთში​
  2. სტატისტიკაზე და მონაცემებზე დაყრდნობით აირჩიე სასურველი ინფლუენსერები და გააუგზავნე შეთავაზება
  3. შეთავაზება მხოლოდ შენ მიერ არჩეულ ინფლუენსერებს გამოუჩნდება და დაინტერესების შემთხვევაში დაგთანხმდებიან კამპანიაში მონაწილეობაზე
  4. ინფლუენსერების კამპანიაში დათანხმების შემდეგ ისინი შექმნიან კონტენტს შენი ბრენდისთვის
  5. თვალი ადევნე კამპანიის შედეგებს live რეჟიმში.

გარდა იმისა, რომ საქართველოში პირველი მარკეტინგული პლატფორმა echolize-ი სააგენტოს რეჟიმში უზრუნველყოფს კამპანიის განხორციელებასა და მენეჯმენტს, ახლა უკვე ბრენდებს შესაძებლობას აძლევს დამოუკიდებლად დაგეგმონ სასურველი კამპანია და გაეცნონ მოსალოდნელ შედეგებს.

დღეიდან,  echolize.com-ზე 10 დღის მანძილზე კამპანიის უფასოდ დაგეგმვის შესაძლებლობა უკვე ხელმისაწვდომია.

[პარტნიორის კონტენტი]

A Fashion Label that Brings Georgia’s Cutting-edge Artistic Talent to International Scene

ყველაფერი, რაც Apple-მა 2021 WWDC ღონისძიებაზე წარადგინა!