in

რატომ უნდა აირჩიონ ბრენდებმა მიკრო და ნანო ინფლუენსერები?

ინფლუენსერ მარკეტინგი უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება, შესაბამისად მისი ინდუსტრიაც იცვლება. Influencer Marketing Hub Benchmark Report-ის მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით 2021 წელს ინფლუენსერ მარკეტინგში ჩადებული ბიუჯეტი 13,8 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.
დროსთან ერთად, ბრენდებმა კამპანიებში სელებრითების და მაკრო ინფლუენსერების გარდა დაიწყეს მიკრო და ნანო ინფლუენსერების გამოყენებაც.

ე.წ  ,,სელებრითები’’ და მაკრო ინფლუენსერებისგან განსხვავებით, მიკრო და ნანო ინფლუენსერებს შედარებით მცირე აუდიტორია ყავთ, მათი მიმდევრების რიცხვი 2 000-დან 30 000-მდე მერყეობს.

მიუხედავად აუდიტორიის სიმცირისა, მიკრო ინფლუენსერები საკუთარ სოციალურ ქსელებში კონკრეტული დამახასიათებელი ნიშით, ჩართულობის მაღალი მაჩვენებლითა და სანდოობით გამოირჩევიან.

მიკრო ინფლუენსერებს მაღალი ჩართულობა აქვთ – გამომწერების რაოდენობასთან შედარებით იღებენ ბევრ მოწონებას, კომენტარს, გაზიარებას. ასევე, ოპერატიულად პასუხობენ გამომწერების შეტყობინებებსა და კომენტარებს, გასცემენ დასაბუთებულ რეკომენდაციებს და რჩევებს. Ქმნიან ხარისხიან კონტენტს, რომელიც კონკრეტულად მათი აუდიტორიისთვის არის გათვლილი. შესაბამისად, მიმდევრები იცნობენ მიკრო ინფლუენსერის კონტენტსა და თვლიან, რომ ეს ადამიანი თავისი საქმის პროფესიონალია. 

Მიკრო ინფლუენსერების კამპანიაში ჩართვის კიდევ ერთი დადებითი მხარე ხელმისაწვდომობაა. Მათი გამოყენება უფრო ბიუჯეტურია, ვიდრე მაკრო ინფლუენსერების და ბრენდს შეუძლია უფრო მაღალი შედეგი დადოს რამდენიმე მიკრო ინფლუენსერით, ვიდრე ერთი მაკროთი. Რაც ყველაზე მთავარია, ისინი გულით უდგებიან საქმეს და პასუხისმგებლობით ეკიდებიან თითოეულ კონტენტს.

შეცდომა, რომელსაც ბრენდები ინფლუენსერ მარეკტინგული კამპანიების დაგეგმვის დროს ხშირად უშვებენ, ინფლუენსერის მხოლოდ გამომწერების რაოდენობის მიხედვით შერჩევაა. ვინაიდან, მილიონობით გამომწერის მქონე ინფლუენსერის კონტენტი სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენი კამპანია წარმატებული იქნება.

კამპანიის წარმატებულად განხორციელებისთვის კი საჭიროა ბრენდის მიერ ბრიფის შედგენა, რელევანტური ინფლუენსერის მოძიება და შედეგების მუდმივი რეპორტინგი, რასაც ინფლუენსერ მარკეტინგული სააგენტოები უზრუნველყოფენ.

საქართველოში პირველი ქართული ინფლუენსერ მარკეტინგული პლატფორმა https://www.echolize.com/ -ი ბრენდებს პლატფორმაზე ღია კამპანიის დაგეგმვას სთავაზობს.

ღია კამპანიაში  (Public Campaign)  ბრენდებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი პროდუქტი/მომსახურება  400-ზე მეტ ინფლუენსერს გააცნონ და შეარჩიონ როგორც მიკრო, ისე მაკრო და ნანო ინფლუენსერები.

ამისათვის კი ბრენდს პლატფორმაზე მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა სჭირდება:

  1. ბრიფის შექმნა
  2. სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა
  3. ბრენდთან თანამშრომლობით დაინტერესებული ინფლუენსერის მიერ შემოთავაზებული კონტენტის დადასტურება/უარყოფა
  4. კამპანიის შედეგების Live რეპორტინგი

დასასრულს, გიზიარებთ ერთ- ერთი წარმატებული ღია კამპანიის შედეგებს, რომელიც https://www.echolize.com/ -ზე ,,Wolt’’-მა განახოციელა და გაზარდა აპლიკაციაში არსებული შეთავაზებების ცნობადობა. კამპანიაში 30 ნანო ინფლუენსერი ჩაერთო, რომლებმაც თითო Instagram Story გადაიღეს.

 

[R]

HBR-ის ქართულენოვანი გამოცემები, თბილისის წიგნის ფესტივალზე, ფასდაკლებით იყიდება 

LEGO-ს ახალი კუბიკების პროტოტიპი გადამუშავებული პლასტმასისგან შეიქმნა!