in

ქართული ინფლუენსერ მარკეტინგული პლატფორმა echolize უკვე მოლდოვაშია

კომპანია echolize-მა პირველი საერთაშორისო ფრანჩაიზი გასცა

ქართული ინფლუენსერ მარკეტინგული პლატფორმა echolize ევროპის ბაზარზე შევიდა და პირველი ფრანჩაიზი უკვე მოლდოვაში გასცა. echolize-სთვის ეს პირველი საერთაშორისო პროექტია, რომელზე მუშაობაც მოლდოვურ კრეატიულ სააგენტო Digital Ego-სთან ერთად მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და დღეს უკვე პლატფორმა echolize Moldova ადგილობრივ ბაზარზე სრულყოფილადაა წარმოდგენილი.

პირველი საერთაშორისო პროექტის შესახებ echolize-ის დამფუძნებელი, გიორგი თუშურაშვილი და Digital Ego-ს აღმასრულებელი დირექტორი ვლად კოვალოსვსკი საუბრობენ.

გიორგი, როგორ მოხვდა echolize მოლდოვის ბაზარზე და რა ეტაპზეა ახლა პროექტი?

სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდით, თუ როგორ უნდა განვითარებულიყო echolize-ი, რამდენიმე ბიზნეს მოდელი გავითვალისწინეთ. ბუნებრივია, ყველა ბიზსეს მოდელს თავისი პლუსები და მინუსები აქვს. ერთ- ერთი იდეა იყო საქართველოდან ონლიან რეჟიმით გავსულიყავით სხვა ბაზრებზე. ეს პროცესი საკმაოდ რთული აღმოჩდა, ვინაიდან საერთაშორისო ბაზარზე echolize-ს ცნობადობა ჯერ დაბალია. ბევრ კომპანიასთან გვქონდა მოლაპარაკებები, შეთავაზებები და ა.შ.
მალევე მივხდით, რომ ლოკალური პარტნიორებით, ვისაც უკვე აქვს საკუთარი კლიენტების ბაზა და გამოცდილება, შესაბამის ბაზარზე უფრო მეტს მივაღწევდით. Digital Ego-ს დამფუძნებელთან უკვე გვქონდა ურთიერთობა, ვიცნობდით ერთმანეთს და დიდი ხანია ვფიქრობდით, როგორ იქნებოდა შესაძლებელი ჩვენი თანაშრომლობა. გადავწვიტეთ, რომ გვეცადა პატარა ექსპერიმენტის ჩატარება და შევთანხმდით ფრენჩაიზის ბიზნეს მოდელზე. დღეს უკვე 100-ზე მეტი ინფლუენსერი დარეგისტრებული არის მოლდოვიდან და რუმინეთიდან ჩვენს პლატფორმაზე. ყოველდღიურ რეჟიმში ატარებენ ჩვენი პარტნიორები შეხვედრებს პოტენციურ კლიენტებთან და უახლოეს მომავალში პირველი კამპანია ჩაეშვება!

რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა echolize მოლდივურ ბაზარზე და თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით, რა სხვაობაა მოლდოვურ და ქართულ ბაზარებს შორის ინფლუენსერ მარკეტინგის სფეროში?

ხშირად მახსენდება ეს ფრაზა: “Everybody has a plan until they get punched in the mouth.”
როცა ქმნი პლატფორმას, რომელიც ავტომატიზირებული არის და იღებ გადაწყვეტილებას, როგორ უნდა მუშაობდეს ესა თუ ის პროცესი, ცდილობ, მიიღო გადაწყვეტილება შენი გამოცდილებიდან გამომდინარე. თავიდან, თითქოს, ყველაფერი ლოგიკურია და შემდეგ კი, მომხმარებელი რომ იყენებს, სულ სხვანიარად აღმოჩდება ხოლმე. ზოგადად, რომ ვადარებ ჩვენს პირველ ვერსიას და დღევანდელ პლატფორმას, ძალიან დიდი სხვაობაა. ყოველთვის ვცდილობთ, გავითვალისწინოთ ჩვენი მომხმარებლის “feedback”-ი. ხშირად ვატარებთ გამოკითხვებს და ვიყენებთ პლატფორმაში ჩაშენებული ანლატიკის ხელსაწყოებს. ყველა ბაზარი ერთმანეთისგან განსხვავებულია და სანამ პლატფორმას მოლდოვაში და რუმინეთში ჩავუშვებდით, საკმაოდ დიდი ცვილელები დაგვჭირდა. მოვარგეთ ჩვენი კლიენტების მოთხოვნასა და ყოველდღიურ რეჟიმში ვცდილობთ, კიდევ უფრო გაუმჯობესებას.
ბევრი დრო დასჭირდა ასევე პატრნიორებთან ყველა დეტალის გავლას, ბიზნესმოდელზე ჩამოყალიბებას, თუმცა სხვა გზა არ არის. ყველა ქართულ სტარტაპს უწევს ამ გზის გავლა.

ამ ნაბიჯის შემდეგ, კიდევ რა სიახლეებს უნდა ველოდოთ echolize-სგან?

echolize-მა 4 წლის განმავლობაში დიდი ტრანსფორმაცია განიცადა, გაიზარდა გუნდიც და როგორც სააგენტომ, ინფლუენსერ მარკეტინგის სფეროში საუკეთესო გამოცდილებაც დავაგროვეთ. შესაბამისად, ჩვენი რესურსები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ უფრო გავშალოთ ფრთები. კომპანიის განვითარება და ტრანსფორმაციის ეტაპები ჯერ კიდევ წინ გვაქვს, ამიტომ უახლოესი მომავლისთვის განსაკუთრებული გეგმები გვაქვს.

ვლად კოვალოვსკი, Digital Ego-ს აღმასრულებელი დირექტორი:

მოლდოვურ ბაზარზე არ არსებობს მსგავსი პლატფორმა. ინფლუენსერ მარკეტინგიც, როგორც სფერო, ახლა იდგამს ფეხს ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ, ფაქტი, რომ დასაწყისშივე ბაზარზე შევდივართ ისეთი შესაძლებლობის პლატფრომით, როგორიცაა echolize , როგორც სააგენტოს,  დიდ უპირატესობას გვაძლევს. საინტერესო გამოცდილებაა ჩვენთვის და იმედია, echolize Moldova ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც საქართველოშია.

შეგახსენებბთ, რომ echolize მარკეტინგული სააგენტოა, რომელიც ახალგაზრდა ანეტრპრენერებმა ლადი გაბუნიამ და გიორგი თუშურაშვილმა 4 წლის წინ დააარსეს და შექმნეს პირველი ინფლუენსერ მარკეტინგული პლატფორმა და აპლიკაცია ინფლუენსერებისა და  კრეატორებისთვის. 

[პარტნიორის კონტენტი]

$200 000 თქვენი გარეგნობის სანაცვლოდ — Promobot რობოტის შესაქმნელად ადამიანის ვიზუალს გამოიყენებს

ტოკიოში IKEA-ს ინვენტარით აღჭურვილი ბინა 1 დოლარად ქირავდება!