echolize-ი უკვე სრულმასშტაბიანი მარკეტინგული სააგენტოა და ახლა კომპანიებს NFT გამოცდილების გაუმჯობესების შესაძლებლობასაც სთავაზობს.
NFT (non-fungible-token) ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური განხილვის თემაა და მზარდი პოპულარობით სარგებლობს. ის საინტერესოა კრიპტო სამყაროში გარკვეული ადამიანებისთვის და მათთვისაც, ვინც თანამედროვე სამყაროს ინოვაციურ შესაძლებლობებს ჯერ კიდევ არ იცნობს.
echolize-მა ამ მიმართულებით უკვე ითანამშრომლა საქართველოს ბანკთან, პროექტის – „Band of Georgia Update” – ფარგლებში. ღონისძიების მიზანს მომხმარებლებისთვის ინოვაციური და დასამახსოვრებელი ატმოსფეროს შექმნა წარმოადგენდა, რამაც საქართველოს ბანკს „Update”-ის თითოეული მონაწილისათვის პერსონალიზებული NFT-ის შექმნისაკენ უბიძგა.
echolize-ის მხარდაჭერით, Advising სერვისის ფარგლებში, საქართველოს ბანკმა მიიღო ყველა საჭირო ინფორმაცია NFT-ის შექმნისა და გამოყენების შესახებ. echolize-მა, ასევე, დააორგანიზა „Update”-ის 183 მონაწილისთვის პერსონალიზებული NFT ნამუშევრების გაგზავნა და ინფორმირება – როგორ გამოიყენონ NFT, რა მნიშვნელობა აქვს მას და ა.შ.
შედეგად, „Update”-ის მონაწილეებმა უკვე გადადგეს პირველი ნაბიჯები კრიპტო სამყაროში და აქტიურად განაგრძობენ განვითარებას.
აღსანიშნავია, რომ B2B მიმართულების გარდა, echolize-მა დამოუკიდებლად განახორციელა NFT პროექტი, ომის დროს უკრაინელი ხალხის დასახმარებლადაც. პროექტში ჩართულმა, 300-ზე მეტმა არტისტმა, შექმნა თემატური NFT ნამუშევრები, მათი გაყიდვებიდან მიღებული თანხა – 12 000$, სრულად გადაირიცხა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად.
echolize-ი განაგრძობს ზრდას და კომპანიებისთვის ახალი სერვისებისა თუ ღირებულებების შეთავაზებას. ის დღესაც აქტიურად მუშაობს საინტერესო პროექტებზე, რომელთა შესახებ, ალბათ, ძალიან მალე გახდება ცნობილი.
[პარტნიორის კონტენტი]