in

EchoWaves 2018 დასრულდა. რას გეგმავენ ორგანიზატორები მომავალი წლისთვის?!

EchoWaves 2018, რამდენიმე დღის წინ, დასრულდა. ორგანიზატორების თქმით, ფესტივალი შედგა. თუმცა, მომავალ ღონისძიებისთვის თითოეული შენიშვნის გათვალისწინებას გეგმავენ. ამბობენ, რომ Lineup კიდევ უფრო მრავალფეროვანი იქნება და ტერიტორიასაც ბევრად პრაქტიკულად აითვისებენ.

BOG
BOG

ხატია გელოვანი (Echowaves-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი): ჩვენი შეფასებით, ფესტივალი, ნამდვილად, შედგა. არა და, მოსამზადებლად, ძალიან ცოტა დრო გვქონდა, სულ რაღაც 2 თვე: სცენები, „ფუდკორტი“, ყველაფერი ერთად შენდებოდა, უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობდით არტისტებთან და ა.შ. ეს ყველაფერი 2 თვეში მოვახერხეთ. დარწმუნებულები ვართ, სტუმრების უმეტესობა კარგად მიხვდა, რა შრომა ჩავდეთ ამ ყველაფერში. რა თქმა უნდა, იყო საკითხები, რომლებიც უკეთ შეგვეძლო მოგვეგვარებინა და ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით, რა უნდა გავაუმჯობესოთ მომავალი წლისთვის.

რით იყო გამორჩეული ფესტივალი?

Lineup მართლა ძალიან კარგად იყო შერჩეული. კონსერვატორიის ორკესტრითა და Juan Atkins -ით დაწყებული, Ben Klock-ისა და Marcel Dettmann-ის დუოთი, თუ Die Antwoord-ით დამთავრებული. არ გვახსოვს ჩავარდნილი დღე, ან სცენა, რომელსაც მსმენელი აკლდა. ყოველ Stage-ს თავისი მუდმივი მსმენელი ჰყავდა. ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი იყო Solomun-ის გამოსვლა, რომელიც Wave Stage-სა და EYE Stage-ზე ჯამში, დაახლოებით, 13 საათის განმავლობაში უკრავდა. გამორჩეული იყო Function-ისა და, რა თქმა უნდა, Die Antwoord-ის გამოსვლა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო KHIDI Stage, სპეციფიკური, ტექნო ჟღერადობით. ამ სცენას თავის კონკრეტული მსმენელი ჰყავდა. არ შემიძლია არ აღვნიშნო EYE Stage – ფერადი, გამორჩეული ვიზუალით, EYE Stage-ზე Treebal-ის დღის შოუ ქესიც შედგა, რომლის ფარგლებშიც ისეთმა ტრანს არტისტებმა დაუკრეს, როგორებიც არიან Animato, ShivaTree, Imaginarium, AcidWave. წელს Echowaves Festival-ზე დაიბადა TAIYO Stage – მთლიანად ბამბუკისგან აშენებული სცენა, რომელზე მუშაობაც 1 თვის განმვლობაში შეუჩერებლად მიდიოდა. TAIYO-ზე დაუკრეს Max Cooper-მა, Mathew Dekay-მ, Christian Loffler-მა, Henry Saiz-მა ბენდთან ერთად. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფესტივალზე ყოველ დღე მატულობდა სტუმართა რაოდენობა. რაც ნიშნავს, რომ ვინც უკვე ესწრებოდა, მათგან დადებით შეფასებებს ისმენდნენ. საბოლოო ჯამში, Echowaves-ს 40 ათასამდე ადამიანი დაესწრო, ეს კი ნიშნავს, რომ ფესტივალი შედგა. წარმატებულად იმუშავა Food court-მა, ტერიტორიაზე არსებულმა ბარება: მსურველებს ადგილზე შეეძლოთ საკვების ყიდვა თანაც, არც თუ ისე ძვირად. გაამართლა Cashless სისტემამ. ეს საქართველოში პირველი ფესტივალი იყო, რომლის დროსაც Multi-Pass სამაჯური ბარათის ფუნქციასაც ასრულებდა, რომელზეც თანხა სპეციალური Top Up „სთეიშენებდან“ ირიცხებოდა და ყველა გადახდას მისი დახმარებით ასრულებდით. ამიტომ, ბარათის ან ფულის ცალკე ტარება აღარ იყო საჭირო. ფესტივალის დასრულებისთანავე, დარჩენილი თანხა მფლობელს უკან დაუბრუნდა.

როგორც აღნიშნეთ, იყო თემები რომელთა მოგვარება უკეთ შეიძლებოდა, მაგალითად, რიგი შესასვლელთან. თუმცა, ეს არ ყოფილა ერთადერთი ნეგატიური საკითხი . . .

პირადად ჩემი მოსაზრებაა, რომ მომავალ წელს, უკეთ უნდა „დავალაგოთ“ რიგის საკითხი. გარკვეულწილად, ეს იმითაც იყო გამოწვეული, რომ, მაგალითად, Ben Klock-სა და Marcel Dettmann_ის სეტის დაწყებამდე სტუმართა დიდი ნაწილი, როგორც ხშირად გვჩვევია – ხოლმე, მაქსიმუმ, 1 საათით ადრე მოვიდა და რიგში დიდი დროის გატარება მოუწია. მაგრამ ჩვენთვის ესეც გამოცდილება იყო. ამიტომ, მომავალი ღონისძიებებისთვის მეტად ორგანიზებულები ვიქნებით ამ კუთხით. საკითხი მოგვარებადია და აუცილებლად გავითვალისწინებთ. კიდევ ერთი – იმის მიუხედავად, რომ რუკა ფესტივალის ტერიტორიაზეც იყო გამოკრული და Faceboook-ის გვერდზეც გვედო, აღმოჩნდა, რომ კონკრეტული ლოკაციების მოძებნა, მაინც რთული იყო. ალბათ, მომავალი წლისთვის მანიშნებლებს გავაკეთებთ, რაც ფესტივალის ტერიტორიაზე ორიენტაციას გაამარტივებს. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან რთული იყო ბინის შოვნა. შეიძლება ადგილობრივებს, არც ჰქონდათ მოლოდინი, რომ წელს ამდენი ადამიანი ეწვეოდა ანაკლიას. ჩვენც და მათაც კარგად დავინახეთ ეს პრობლემა. ამიტომ, მომდევნო წელს, კიდევ უფრო ადრე დავიწყებთ მათთან კომუნიკაციას და შევეცდებით, ჩვენი მხრიდან მაქსიმუმი გავაკეთოთ, რომ ეს საკითხი მოგვარდეს.

რას უნდა ველოდოთ EchoWaves 2019-ზე?

ბევრად მეტი დრო გვექნება. როგორც კი საბოლოო შემაჯამებელ სამუშაოებს დავასრულებთ, უკვე მომავალი წლისთვის დავიწყებთ მზადებას: შედგება ძალიან კონკრეტული გეგმა, როგორი უნდა იყოს ფესტივალი, ჩამოიწერება აბსოლუტურად ყველა შენიშვნა და დავიწყებთ მუშაობას მათ გამოსასწორებლად, იქნება უფრო კარგად ორგანიზებული, ჟანრობრივად უფრო მრავალფეროვანი Lineup-ით და უფრო აქტიური ლოკაციებით. ამ ადგილს აქვს გაცილებით დიდი პოტენციალი და ვფიქრობთ, მომავალ წელს კიდევ უფრო კარგად უნდა ავითვისოთ ტერიტორია. ვფიქრობ, ფესტივალი იქნება როგორც ადგილობრივი სტუმრების, ისე უცხოელი ვიზიტორებისთვის. ამ მიმართულებით კიდევ უფრო გავააქტიურებთ კომუნიკაციას.

როგორ გამოვიყენოთ თითოეული თანამშრომლის რესურსი სწორად?! 

12 ახალი ტერმინი, რომელიც სამყაროსა და მის მომავალს ცვლის