in

Echowaves-ისთვის მზადება დაწყებულია

22 აგვისტოდან – 25 აგვისტოს ჩათვლით, ანაკლია მუსიკალურ ფესტივალს “Echowaves” უმასპინძლებს. მოსამზადებელი ეტაპი უკვე დაწყებულია. ორგანიზატორების თქმით, ახლა სცენების განთავსება და საფესტივალო გარემოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს.

წელს Echowaves-ს რამდენიმე ახალი სცენა შეემატება და ჯამში, 8 მოქმედი სცენა იქნება.

„ამდენი სცენა და მუსიკის ასეთი ფართო არჩევანი ანაკლიაში არასდროს ყოფილა. ამასთან, გველოდება განსაკუთრებულად ლამაზი ინსტალაციები, რომლებიც სასიამოვნოდ გააოცებს ჩამოსულ სტუმრებს“.

რაც შეეხება მიმდინარე სამუშაოებს, მიმდინარეობს ბარების, კაფეების და სცენების მშენებლობის ინტენსიური პროცესი.  დაწყებულია ფესტივალის ტერიტორიის გაფორმება.

„წელს ბევრ სიახლეს ვთავაზობთ ფესტივალის დამსვენებლებს, ახალ სცენებს შორის არის OCTAGON STAGE, რომელიც ტექ-ჰაუსის და მელოდიური ტექნოს სცენაა. ასევე, ველოდებით მთავარი სცენის ჩამოსვლას, რომელიც ძალიან მალე იქნება ადგილზე და დავიწყებთ აპარატურის გამართვას”, – ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა F&B მენეჯერმა ჯაბა კიკვიძემ.

დღის განმავლობაში ანაკლიის სანაპიროზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ სპორტულ და გასართობ აქტივობებში ჩაერთონ, დაესწრონ ვორქშოფებს. ასევე, ეწვიონ ღია კინოთეატრს და ახლომდებარე ლოკაციებიც მოინახულონ. ღამით კი, მათთვის 8 განსხვავებულ სცენაზე 150-მდე შემსრულებელი წარდგება. საფესტივალო ტერიტორიის გარეთ ე.წ „კარვების ქალაქის“ მოწყობაც იგეგმება, სადაც ფესტივალის სტუმრები შეძლებენ დარჩენას.

“Eastern European Music Management” ჯგუფის დამფუძნებლისა და Anaklia entertaiment group- ის ხელმძღვანელის, ბრანკო კოსტადინოვის თქმით, ორგანიზატორები ყველაფერს აკეთებენ, რომ 4 დღის განმავლობაში ფესტივალზე რაც შეიძლება ბევრი ადამიანი გაერთოს და თავი ბედნიერად იგრძნოს.

” ფესტივალი “Echowaves” “EXIT”-ის ქოლგის ქვეშ იმართება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი მუსიკალური მოვლენაა მთელ აღმოსავლეთ ევროპაში. Exit თავიდან ახალგაზრდული საპროტესტო მოძრაობა იყო და ფესტივალს საფუძვლად სწორედ მათი იდეები დაედო“.

საქართველოში ანაკლიის მუსიკალურ ფესტივალს Check-In-Georgia წარმოადგენს.

„გასულ წელს “Echowaves”- ს საკმაოდ დიდი ყურადღება დაეთმო როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ მედიაში. რაც შეეხება ციფრებს, სტატისტიკის თანახმად სახელმწიფოს ბიუჯეტში ფესტივალის მეშვეობით, 8 მილიონ ლარზე მეტი შევიდა. ფესტივალებზე ათი ათასობით ადამიანი იკრიბება და ამიტომ, მუსიკალური პროგრამისა და მრავალფეროვანი აქტივობების გარდა, უსაფრთხო გარემოს შექმნაზეც გვაქვს პასუხისმგებლობა. ევროპის დიდ ფესტივალებზე უკვე ორი ათეული წელია გამოჩნდნენ ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა ვიწრო პროფილით მუშაობენ და ფესტივალის სტუმრებს უსაფრთხო გართობაში ეხმარებიან. წელს პირველად, ეს პრაქტიკა საქართველოშიც დაინერგება. ამისთვის Echowaves-ზე ორგანიზაციები Mandala და Safewaves – იმუშავებენ, რომლებიც ნარკოტიკისა და ალკოჰოლისგან მიყენებული ზიანის შემცირებას უზუნველყოფენ და შესაბამისად, სტუმრები ფესტივალის ტერიტორიაზე სრულიად უსაფრთხოდ იქნებიან“.

ცნობილია ფესტივალის შემსრულებლების სიაც, რომელსაც კიდევ რამდენიმე ცნობილი სახელი დაემატება:

NINA KRAVIZ / BEN KLOCK / CLAPTONE / RODHAD / ADRIATIQUE / DJ TENNIS KiNK live / DAX J / RED AXES / HVOB live/clubset / JOHN TALABOT / GIORGIA ANGIULI live BOSTON 168 / TOMMY FOUR SEVEN / PLAID live ALICAN / ANDREY PUSHKAREV / ARCHIE HAMILTON / ARMEN MIRAN / ATMOS / BORIS BAHRAMJI & MEDUSA ODYSSEY live / EELKE KLEIJN / ETAPP KYLE / LEHAR / MATHAME MURAT UNCUOGLU / MUSUMECI / NU / 박혜진 PARK HYE JIN / PETRE INSPIRESCU ROSSKO / ROY ROSENFELD / RYAN ELLIOTT / SAMA’ / SHDW & OBSCURE SHAPE / STOJCHE TICON / TIJANA T / TOM TRAGO / VALENTINO KANZYANI / VRIL live / YOKOO ACIDWAVE / ADDITIVV / ASPITH / BACHO / BERO / BREATHDUB / BUNBECK / CESTLEK / CHVARE DARIA ZET / DIMITREE / DJ FLIP / DJ GOCE / DJ SUSPECT / DJ TURNE / DM3 / DOCUMENTAL ELLARGE / ENDORPHINS / FUNICULAR live / GEORGE EFFE / GIO SHENGELIA / INFEST / JD J / KASSRA KATANA / L8 / MARCUSS MOZZY / NOXIRON / OBRI & ZEN / OOGWAY / RAMJIN SIDARTHA SILICEO & ANIA live / SINOPTIK MUSIC live / STIMMHALT / TEOM TOMMA / VAKHO / ZURKIN

[R]

Dunkin’ სახელს ისევ იცვლის…

ვთამაშობ და ვერაფერი შემაჩერებს! – მსოფლიო ურბანული თამაშების კამპანია