in

Echowaves-ის 10 000-ზე მეტი სტუმარი! და ბოლო დღის ჰედლაინერი – Die Antwoord

Echowaves ფესტივალი გრძელდება! 25 აგვისტოს, ჰედლაინერები Solomun-ი, Detroit Swindle, Max Cooper და Ancient Methods იყვნენ. 

BOG
BOG

23 საათზე, მთავარ სცენაზე მსმენლის წინაშე ბრიტანელი მუსიკოსი, ტექნო და ესქპერიმენტული სცენის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა, Max Cooper წარდგა. მან 2 საათიანი ლაივ სეტი და საინტერესო ვიზუალური შოუ შემოგვთავაზა. მოგვიანებით, Max Cooper-მა Taiyo სცენაზე გადაინაცვლა, ამჯერად, უკვე DJ სეტით.დილის 4 საათზე, Wave Stage-ზე Solomun-მა დაუკრა. თანამედროვე ელექტორნული მუსიკის სცენის ერთერთი გამორჩეული არტისტი 2012 წელს, DJ Magazine-მა წლის საუკეთესო Dj-ად დაასახელა. მას ფესტივლზე განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მსმენელი დაესწრო. 

რაც შეეხება Eye stage-ს, 23 ღამის 2 საათამდე, ჰოლანდიური დუო – Detroit Swindle უკრავდა. მუსიკალური პროდიუსერების და დიჯეების, Lars Dales & Maarten Smeets-ის პროექტი ჰაუსს, დისკოს, ტექნოსა და ზოგჯერ აფრიკულ მუსიკასაც კი აერთიანებს, თუმცა ამჯერად, მათ აქცენტი უფრო ტექნოზე გააკეთეს.

khidi Stage-ზე დილის 4 საათიდან ტექნო მუსიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არტისტი – Ancient Methods, იგივე Michael Wollenhaupt უკრავდა. მისი შემოქმედება techno-ს, noise -სა და industrial მუსიკას აერთიანებს და გამორჩეულ, მძიმე ჟღერადობას ქმნის, რაც ყოველთვის საინტერესოა, როგორც კლუბურ, ისე საფესტივალო სივრცეში. 

 Echowaves-ის ორგანიზატორების თქმით, ფესტივალის სტუმრების რაოდენობამ 25 აგვისტოს ღამეს, 10 ათასს გადააჭარბა. არანაკლებ ვიზიტორს ელოდებიან დღესაც – ბოლო დღის მთავარი ჰედლაინერი სამხრეთ აფრიკული პროექტი Die Antwoord იქნება, რომელიც თავისი პროვოკაციული და ენერგიული შოუებით განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მსმენელში.Die Antwoord სამხრეთ აფრიკულ ელექტრონულ, რეივ-რეპ და ჰიპ-ჰოპ დუოა – გამორჩეული ვიზუალი და ჟღერადობა, თამამი პერფორმანსები და ექსტრაორდინალური სასცენო იმიჯი Die Antwoord-ს თანამედროვე მუსიკალური სცენის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო  წარმომადგენლებად აქცევს.

პროექტი 2008 წელს, კეიპტაუნში ორმა ახალგაზრდამ – Ninja-მ (Wtkin Tudor Jones ) და Jolandi Visser-მა ჩამოაყალიბა. მათი  შემოქმედება ალტერნატიულ ჰიპ-ჰოპს, რეივ-რეპსა და ელექტრონულ მუსიკას აერთიანებს. თავად Ninja კი, ჯგუფის სტილს ასე ახასიათებს: „ეს არის ექსტრემალური, ფუტურისტული პოპ მუსიკა“. Die Antwoord-ის  სიმღერების ტექსტები  ინგლისური და აფრიკული ენის ნაზავია. განსაკუთრებული პოპულარობა დუეტმა 2010 წელს მოიპოვა,  როდესაც მათი ვიდეო “Enter the Ninja“ წლის ერთ-ერთი ჰიტი გახდა და ინტერნეტში ვირუსულ ვიდეოდ იქცა. მომდევნო წლებში, ასევე, დიდი წარმატება ხვდა  წილად მათს სიმღერებს: “Ugly Boy“, “Baby’s On Fire“ და “PitBull Terrier“. 

ბენდის იმიჯი და კონცეფცია სამხრეთ აფრიკულ კონტრ-კულტურულ მოძრაობა Zef-თან არის დაკავშირებული. Zef თანასწორობის იდეას ემყარება და თეთრკანიანი  სამხრეთ აფრიკელი მუშათა კლასის კულტურას ასახავს. „შენ ხარ ღარიბი, მაგრამ მოდური, ხარ ღარიბი, მაგრამ ხარ სექსუალური, გაქვს  შენი სტილი“, – ასე აღწერს Zef-ისა და მისი ჯგუფის კონცეფციას იოლანდი ვისერი.ჯგუფს 4 სტუდიური ალბომი, 2 EP და 20-ზე მეტი სინგლი აქვს გამოშვებული. მათი ახალი ალბომი, სახელწოდებით „27“ მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა გამოვიდეს.

ASOS-ის ფერადი კოლექციის ინსპირაციად სიმფსონები იქცნენ!

შემოქმედებითი კრიზისი – „ჯერ არასდროს არ შობილა ცნება ასე მცდარი!“ – სანდრო ციცქიშვილის #აზრები