27
Jun
2019

ECHOWAVES კამპანიას #SpendYourSummerInGeorgia უერთდება

27 Jun 2019

მუსიკალური ფესტივალი ECHOWAVES კამპანიას #SpendYourSummerInGeorgia უერთდება. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, აბონემენტის ფასი კიდევ 2 კვირის განმავლობაში არ მოიმატებს და 120 ლარი დარჩება. ასევე, ხელმისაწვდომი იქნება მეგობრული შეთავაზება 5+1. წელს ღონისძიება ანაკლიაში, 22-25 აგვისტოს ჩატარდება.

„ფესტივალი ECHOWAVES ანაკლიის სანაპიროზე წელს უკვე მეორედ იმართება და მისი ერთ-ერთი მთავარი  მიზანი, რეგიონის ეკონომიკური განვითარება და ტურისტებისთვის მიმზიდველი ღონისძიების ჩატარებაა. გასულ წელს, ანაკლიაში, ღონისძიებაზე 70-მდე ქვეყნიდან ეწვივნენ სტუმრები, ხოლო საერთაშორისო მედიაში 27 000 000-ზე მეტმა ადამიანმა შეიტყო საქართველოსა და ფესტივალის შესახებ. ინფორმაციის გავრცელება საზღვარგარეთ და დადებითი გამოხმაურება, საქართველოში 2019 წელს ტურისტების რაოდენობის გაზრდის პროგნოზს აჩენს. 4 დღის განმავლობაში, მსმენელის წინაშე 150-მდე ქართველი და უცხოელი დიჯეი წარსდგა. ფესტივალმა ყოველდღიურად 10 000-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლა. ქვეყნის ბიუჯეტში კი, გადასახადების სახით, 8 მილიონი ლარი შევიდა“.

Echowaves , 2014 და 2018 წლების ევროპის საუკეთესო ფესტივალის ტიტულის მქონე EXIT-ის მხარდაჭერით ტარდება. მუსიკის გარდა, ფესტივალი მოიცავს სპორტს, ფიზიკურ აქტივობებს და სხვა თეატრალურ, კულტურულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს.

ფესტივალი Echowaves, წელს, ანაკლიაში, 22-დან 25 აგვისტოს ჩათვლით, Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება. ამ ეტაპზე Line UP-ის მეორე ნაწილია ცნობილი:

NINA KRAVIZ / a-z ADRIATIQUE / BEN KLOCK / CLAPTONE / DAX J DJ TENNIS / KINK live / RED AXES / RODHAD BORIS / BAHRAMJI & MEDUSA ODYSSEY live / EELKE KLEIJN / LEHAR / MATHAME / MUSUMECI / 박혜진 PARK HYE JIN / PETRE INSPIRESCU / PLAID live / SAMA / TIJANA T / TOM TRAGO / VALENTINO KANZYANI / VRIL live / YOKOO ANDREW MELLER / BACHO / GIO SHENGELIA / L8 /
SIDARTHA SILICEO & ANIA live / STIMMHALT / TOMMA

 

განხილვა