ECLIPSE ENTERTAINMENT ჯგუფი, 2025 წლის 30 სექტემბრიდან 08 ოქტომბრის ჩათვლით, ბათუმში EAPT Batumi 2025-ს უმასპინძლებს – საერთაშორისო პოკერის ტურნირს, რომლის საპრიზო ფონდი $800,000 იქნება. ეს რიგით მესამე საერთაშორისო ტურნირია, რომელსაც ECLIPSE POKER CLUB ატარებს. სამორინე „ეკლიფსის“ დირექტორი ლევან ქორქაშვილის თქმით, მსგავსი მაღალი დონის პოკერის ტურნირებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ ქვეყნის ეკონომიკურ და ტურისტულ განვითარებაში. ლევან ქორქაშვილი marketer.ge-სთან საუბრობს ღონისძიების მნიშვნელობაზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე საუბრობს.
M: EAPT Batumi 2025 რიგით მესამე საერთაშორისო ტურნირია, რომელსაც ECLIPSE POKER CLUB ატარებს. რას ნიშნავს ეს ღონისძიება ბათუმისთვის და ზოგადად საქართველოსთვის?
ეს ღონისძიება ბათუმისა და მთლიანად საქართველოსთვის უპრეცედენტოა. საუბარია არა მხოლოდ ცალკეულ ტურნირზე, არამედ სტრატეგიულ პროექტზე, რომელიც ბათუმისთვის ეკონომიკის, ტურიზმისა და საერთაშორისო პოზიციონირების ახალ ჰორიზონტს ხსნის. ასეთი მაღალი დონის პოკერის ტურნირებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ ქვეყნის ეკონომიკურ და ტურისტულ განვითარებაში. ფაქტობრივად, ვსაუბრობთ გარდამტეხ მოვლენაზე ქალაქისა და რეგიონისთვის.

M: წლების განმავლობაში, ბათუმი ტურისტებს მხოლოდ ზაფხულის სეზონზე მასპინძლობს. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეუწყობს ხელს მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო ტურნირები სეზონურობის პრობლემის დაძლევას?
ტრადიციულად, ბათუმში ტურისტული ნაკადი ძლიერ სეზონურობას ექვემდებარება: პიკი ზაფხულის თვეებშია, შემოდგომასა და ზამთარში კი აქტივობა იკლებს. მსხვილი საერთაშორისო ტურნირის ჩატარება ამ დინამიკას ცვლის. უცხოელი სტუმრების, სპორტსმენების, მედიის წარმომადგენლებისა და თანმხლები დელეგაციების ჩამოსვლა ტურისტების ახალ სეგმენტს ქმნის, რომელიც პლაჟის სეზონზე დამოკიდებული აღარ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ ტურისტული ნაკადები წლის განმავლობაში უფრო თანაბრად გადანაწილდება. ფაქტობრივად, ასეთი ტურნირები არა მხოლოდ აცოცხლებს არასეზონურ ბაზარს, არამედ ქმნის გრძელვადიან საფუძველს იმისთვის, რომ ბათუმი მთელი წლის ტურისტულ ცენტრად იქცეს.

M: პოკერის ტურნირის გავლენაზე საუბრისას, რომელ ეკონომიკურ ეფექტებს გამოყოფდით როგორც უშუალოდ ქალაქისთვის, ისე რეგიონისთვის?
ტურნირის ეკონომიკური ეფექტი სხვადასხვა ფაქტორით ვლინდება. უპირველეს ყოვლისა, იზრდება საქმიანი აქტივობა. სასტუმროების ბიზნესი, კვების სფერო, ტრანსპორტი და სხვა სერვისები განვითარებისთვის ხელშესახებ სტიმულს იღებენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მსგავსი ღონისძიებები ქმნიან დროებით სამუშაო ადგილებსა და დასაქმების შესაძლებლობებს. ტურნირის ორგანიზება დიდ პერსონალს საჭიროებს – ტექნიკური სპეციალისტებით დაწყებული, მომსახურების სფეროს თანამშრომლებით დამთავრებული.
გარდა ამისა, ეკონომიკური აქტივობა ფისკალურ პოლიტიკაზეც აისახება. საერთაშორისო ტურნირის მომსახურებაში ჩართული კომპანიების ბრუნვის ზრდა იწვევს საგადასახადო შემოსავლების ზრდას, რაც შეიძლება მიმართული იყოს ქალაქის ინფრასტრუქტურის შემდგომ განვითარებაზე. ტურნირი ერთგვარი კატალიზატორის როლს ასრულებს – ის ასტიმულირებს იმ პროცესებს, რომლებსაც ჩვეულებრივ პირობებში ბევრად მეტი დრო დასჭირდებოდა.

M: ბათუმის საერთაშორისო პოზიციონირებაზე რა გავლენას ახდენს მსგავსი ღონისძიებები? შეიძლება თუ არა, რომ ქალაქი მონტე-კარლოს, დუბაის ან მაკაოს მსგავს სტატუსს მიუახლოვდეს?
ტურნირის ერთ-ერთი მთავარი შედეგი ბათუმის საერთაშორისო იმიჯის განმტკიცებაა. თანამედროვე სამყაროში ქალაქები კონკურენციას უწევენ ერთმანეთს არა მხოლოდ ტურისტული, არამედ კულტურული, საქმიანი და გასართობი ცენტრების სტატუსისთვისაც.
მსოფლიო ცენტრების გამოცდილება – როგორებიცაა მონტე-კარლო, დუბაი ან მაკაო – აჩვენებს, რომ სწორედ მსხვილი ღონისძიებები ხდება გარდამტეხი მომენტი ქალაქის ბრენდის ფორმირებაში. ბათუმში ტურნირი ანალოგიურ პერსპექტივას ხსნის: ის ქმნის საინფორმაციო საბაბს, აყალიბებს ცნობადობას გლობალურ დონეზე და აჩვენებს ქალაქის მზადყოფნას, უმასპინძლოს მსოფლიო მასშტაბის მოვლენებს. ინვესტორებისთვის ეს რეგიონის სტაბილურობისა და პოტენციალის სიგნალია, ტურისტებისთვის – მიზეზი იმისა, რომ ბათუმი აუცილებლად მოსანახულებელი ადგილების სიაში შეიტანონ.

M: თქვენ ახსენეთ „მაღალბიუჯეტიანი ვიზიტორების კატეგორია” – რამდენად მნიშვნელოვანია ეს სეგმენტი ბათუმის ეკონომიკისთვის და რა სერვისებს მოითხოვს ეს აუდიტორია?
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მაღალბიუჯეტიანი ვიზიტორების კატეგორიას – სწორედ ასეთი სტუმრები ხდებიან პრემიუმ სეგმენტის ძირითადი მომხმარებლები. საუბარია მაღალი კლასის სასტუმროებზე, რესტორნებზე, გართობისა და დასვენების სერვისებზე. მათი ყოფნა დამატებით მოთხოვნას ქმნის მაღალი ხარისხის მომსახურებაზე, რაც ასტიმულირებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას და ამაღლებს მომსახურების სტანდარტებს. ეს სეგმენტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათი დანახარჯები მნიშვნელოვნად აღემატება ჩვეულებრივი ტურისტის ხარჯებს, რაც ბიზნესებს აძლევს საშუალებას, მეტი ინვესტიცია განახორციელონ განვითარებაში.
M: რა გრძელვადიან შედეგებს ელოდებით პოკერის საერთაშორისო ტურნირების რეგულარულად ჩატარებისგან? როგორ აისახება ეს ინფრასტრუქტურასა და მომსახურების სექტორზე?
პოკერის საერთაშორისო ტურნირების მთავარი ღირებულება მის გრძელვადიან გავლენაში მდგომარეობს. ის აყალიბებს მდგრად ინფრასტრუქტურას: სასტუმროები და სერვისები, რომლებიც ტურნირის საჭიროებებზე მოდერნიზდება, ქალაქისთვის მუშაობას აგრძელებენ. გარდა ამისა, ტურნირების წარმატებით ჩატარება იმის არგუმენტი ხდება, რომ ბათუმი მომავალში სხვა საერთაშორისო ღონისძიებებისთვისაც განიხილონ, იქნება ეს სპორტული ჩემპიონატები, კულტურული ფესტივალები თუ საქმიანი ფორუმები. ამრიგად, ტურნირი ინვესტიციად იქცევა არა მხოლოდ მოკლევადიან ეკონომიკურ პერსპექტივაში, არამედ რეგიონის მომავალშიც.

M: თქვენ ასევე ახსენეთ აზერბაიჯანის მიერ კასპიის ზღვის ხელოვნურ ტერიტორიებზე კაზინოების ლეგალიზაცია. რა გამოწვევებს ქმნის ეს აჭარის სათამაშო ინდუსტრიისთვის და როგორ აპირებთ ამ კონკურენციასთან გამკლავებას?
ეს სერიოზული გამოწვევაა. აზერბაიჯანის მიერ კასპიის ზღვის ხელოვნურ ტერიტორიებზე კაზინოების ლეგალიზაცია სისტემურ საფრთხეს უქმნის აჭარის სათამაშო ინდუსტრიასა და ტურისტულ სექტორს. მოსალოდნელია ტურისტებისა და მოთამაშეების გადინება, რომლებიც აქამდე ბათუმს ამჯობინებდნენ, განსაკუთრებით აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ირანიდან, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან.
ამ კონკურენციასთან გამკლავება მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას. პირველ რიგში, აუცილებელია მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო ამაღლება, ინოვაციური შეთავაზებების დანერგვა და ბათუმის უნიკალური გამოცდილების შექმნა, რომელიც კონკურენტებს არ ექნებათ. ასევე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა, რაზეც შემდეგ კითხვებში ვისაუბრებ.
M: თქვენი თქმით, სახმელეთო კაზინოებიდან მიღებული შემოსავლები ბათუმის ბიუჯეტის 30%-ზე მეტს შეადგენს. რას ურჩევდით სახელმწიფოს, როგორ უნდა მოხდეს ფისკალური პოლიტიკის გადახედვა ამ სექტორში?
ამ ეტაპზე, მაღალი საგადასახადო წნეხის გამო მოსალოდნელია, რომ არსებული აზარტული მოთამაშეების ნაკადიც შემცირდეს. რადგან სახმელეთო კაზინოებიდან მიღებული შემოსავლები ბათუმის ბიუჯეტის 30%-ზე მეტს შეადგენს, კლიენტთა ბაზის ნაწილობრივმა დაკარგვამაც კი შეიძლება კრიტიკული გავლენა იქონიოს რეგიონის ეკონომიკასა და ტურისტული ნაკადის მდგრადობაზე.
სახელმწიფოს ვურჩევდი, გადახედოს საგადასახადო რეჟიმს საპრიზო ფონდთან მიმართებით. მიმდინარე ფისკალური პოლიტიკა საკმაოდ მძიმეა და ამცირებს ჩვენს კონკურენტუნარიანობას რეგიონულ დონეზე. უფრო მოქნილი საგადასახადო სისტემა, მიმართული საერთაშორისო ტურნირების წახალისებაზე, საშუალებას მოგვცემს, მოვიზიდოთ მეტი ღონისძიება და, შესაბამისად, მეტი სტუმარი, რაც საბოლოო ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტისთვისაც მომგებიანი იქნება.
M: რა სახის მხარდაჭერა იქნებოდა სასურველი სახელმწიფოს მხრიდან, რომ ბათუმი ჩამოყალიბდეს საერთაშორისო პოკერის ტურნირების მნიშვნელოვან ცენტრად?
სასურველი მხარდაჭერა რამდენიმე მიმართულებით უნდა განვითარდეს. პირველ რიგში, მიზანშეწონილია საგადასახადო რეჟიმის გადახედვა საპრიზო ფონდთან მიმართებით. ასევე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია სატრანსპორტო და სასტუმრო ინფრასტრუქტურის განვითარება საერთაშორისო სტუმრების გაზრდილი ნაკადის გათვალისწინებით.
სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ბათუმისთვის რეგულარული საერთაშორისო ტურნირების ცენტრის სტატუსის განმტკიცება და მისი ინტეგრაცია ქვეყნის ტურიზმის განვითარების სტრატეგიაში. ეს ნიშნავს აქტიურ მარკეტინგულ მხარდაჭერას, ლოგისტიკური საკითხების გაუმჯობესებას (ავიარეისების დამატება, სავიზო პროცედურების გამარტივება) და სამართლებრივი გარემოს სტაბილურობის უზრუნველყოფას.
M: როგორ წარმოგიდგენიათ ბათუმის, როგორც გართობის ცენტრის მომავალი 5-10 წლის პერსპექტივაში და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ ხედვის რეალიზებისთვის?
5-10 წლის პერსპექტივაში, ვხედავ ბათუმს როგორც ცენტრს, სადაც რეგულარულად ტარდება არა მხოლოდ პოკერის, არამედ სხვა საერთაშორისო ღონისძიებები – სპორტული შეჯიბრებები, კულტურული ფესტივალები, ბიზნესფორუმები. ეს ნიშნავს მრავალფეროვანი, მაღალი ხარისხის გართობის ინდუსტრიის ჩამოყალიბებას, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ფუნქციონირებს.
იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და გადახედავს ფისკალურ და ლოგისტიკურ პოლიტიკას, ბათუმს გააჩნია სრული პოტენციალი, გახდეს რეგიონის მაღალბიუჯეტიანი სტუმრების გართობის დედაქალაქი – საუკეთესო კრიტერიუმებით.
[R]










