in

მიკრო – სახლი NY-შია

“Home Sweet Home” – მსოფლიოში ცნობილი ეს ფრაზა 1980-იანი წლების ამერიკული სიმღერიდან, ალბათ, ყველაზე უკეთ ხსნის სახლის არსს. იმასაც ამბობენ, რომ სახლი არის იქ, სადაც მოგწონს და თავს კარგად გრძნობ. პრინციპში, ერთი ან მეორე განცდა, როგორც თვითონ ამბობენ, ბევრს ჰქონდა პირველად რომ „ეკო – კაფსულა“ ნახა. ეს არის მიკრო – სახლი, რომელიც ავტომატურად, თავისით იმართება და 4 წელია „მოგზაურობს“. ის 10-22 მაისს, ნიუ იორკში, Times Square-ზე დაიდებს ბინას. მისი ნახვისა და შიგნიდან დათვალიერების შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს ექნება.

 

ორ ადამიანზე გათვლილი „ეკო – კაფსულა“ 2015 წელს, სლოვაკურმა არქიტექტურულმა კომპანიამ Nice&Wise studio შექმნა. მიკრო – სახლი 9,744 ვატის სიმძლავრის ბატარეაზე და 750 ვატის სიმძლავრის ქარის ტურბინაზე მუშაობს, აქვს მაღალ – ეფექტური მზის ელემენტები და წვიმის წყლის ფილტრები.

სახლში, რომელიც, დაახლოებით, 8 კვ/მ-ია, არის: ორკაციანი საწოლი, სამუშაო კუთხე, მინი სამზარეულო და სააბაზანო. შიდა სივრცეში შესაძლებელია ტემპერატურის რეგულირება -10°-დან +40°-მდე.

“ჩვენ ვაქცევთ სახლს ბუდედ” – Google-ის კამპანია

Amazon-მა სმენადაქვეითებული თანამშრომლებისთვის ჟესტების ენით შექმნილი ლოგო წარადგინა