13
Feb
2019

ველოსიპედი, რომლითაც ვარჯიში და რეცხვა ერთდროულად შეგიძლიათ

13 Feb 2019

veon
veon


მსოფლიოში მოუცლელობისგან შეწუხებული ადამიანების რიცხვი დიდია. ყოველდღიურ საქმეს ხშირად ემატება დაუგეგმავი შემთხვევებიც, რაც ხშირად მათ საშუალებას არ აძლევს, საკუთარ თავებზე იზრუნონ. სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად, ჩინელი სტუდენტების ჯგუფმა შექმნა ველოსიპედი,სახელად “BiWu”, რომელიც ერთდროულად სავარჯიშო საშუალებაცაა და სარეცხი მანქანაც.

მისი მთავარი ღირსება ისაა, რომ მასზე დამონტაჟებული პედლის მეშვეობით რეცხავთ ველოსიპედის წინა ნაწილში მდებარე სარეცხს – თქვენივე ძალა ბიძგს აძლევს სარეცხ მანქანას, იმოძრაოს. მასში წყლის ჩასხმა/გამოცვლა პატარა კაფსულიდანაა შესაძლებელი. რაც მთავარია, იგი “ეკო-მეგობრულ” მოწყობილობადაა მოხსენიებული, რაც იმას გულისხმობს, რომ იგი უსადენოა და რა წამსაც პედალზე ფეხს დააჭერთ, გამომუშავდება ენერგია, რომლის მეშვეობითაც ირეცხება სარეცხი. ყველაფერ ამას კი თქვენ წინ არსებულ ეკრანზე ადევნებთ თვალ ყურს.

აღნიშნული მოწყობილობა ადამიანებს საშუალებას აძლევს, იყვნენ ტონუსში და, ამავდროულად, აკეთონ საქმე, რომელსაც ცალკე დიდ დროს უთმობენ.

 

განხილვა