in

როგორ გავხადოთ ოფისი ეკო-მეგობრული?

მართალია, გარემოს დაცვაზე ზრუნვა სახლიდან უნდა იწყებოდეს, თუმცა, იმავეს თქმა შეგვიძლია ოფისებზეც, რადგან ოფისს ხშირად მეორე სახლად მოიაზრებენ. გამომდინარე იქიდან, რომ დღის განმავლობაში აქ ძალიან დიდი დროის გატარება გვიწევს, შეგვიძლია, გარემოს ცვლილებების გამოწვევა აქედან დავიწყოთ.

როგორ გავხადოთ ჩვენი ოფისი ეკომეგობრული? საამისოდ 5 მარტივ რჩევას გთავაზობთ:

შეამცირეთ ოფისში ქაღალდის გამოყენება – ერთი შეხედვით, რთული ჩანს, თუმცა, რომ დაუფიქრდეთ, ხშირად სრულიად უმიზნოდ, ყოველგვარი საჭიროების გარეშე ვიყენებთ ფურცლებს. ვიღებთ მეორე ბლოკნოტს მაშინ, როცა პირველი დასრულებული არ გვაქვს, ბოლოს კი ის ნაგავსაყრელზე ხვდება. ფურცლის რესურსს მოფრთხილება სჭირდება, რადგანაც მის გამო უამრავი ხე იჭრება ყოველდღიურად. ქაღალდის გამოყენების ალტერნატივად შეიძლება, დავსახოთ გადამუშავებული ქაღალდი, რომელსაც უკვე მრავალი კომპანია ხმარობს.

გაამწვანეთ ოფისის გარემო – ოფისში მცენარეების შეტანით, შეძლებთ, ჯანსაღი გარემო ჩამოაყალიბოთ. მცენარეები იწოვენ ყოველგვარ დამაბინძურებელ აირს, თვითონ კი, ჟანგბადს წარმოქმნიან, სწორედ ამიტომაა საჭირო, რაც შეიძლება, მეტი მცენარე გქონდეთ ოფისში. გარდა იმისა, რომ ისინი გააუმჯობესებენ ოფისის დიზაინს, ასევე, მოქმედებენ ხასიათზე და აჯანსაღებენ გარემოსაც.

შეამცირეთ ენერგიის გამოყენება – ხშირად ხდება, რომ გუნდის წევრები ოთახებში გაუცნობიერებლად შუქს ჩართულს ტოვებენ. ასევე, ჩართულს ტოვებენ სხვადასხვა ელექტრონულ მოწყობილობებსაც, რომლებიც, საბოლოო ჯამში, უამრავ ენერგიას მოიხმარენ. ოფისში უნდა ჩამოყალიბდეს ენერგიის დაზოგვის კულტურა, რათა პლანეტას ნაკლები რესურსის დახარჯვა მოუხდეს, საბოლოო ჯამში.

წაახალისეთ თანამშრომლები ნაკლებად გადაადგილდნენ საკუთარი მანქანით – თითოეული მანქანის გამონაბოლქვი ხელს უწყობს ჰაერის დაბინძურებას. გუნდის ლიდერები უნდა ეცადნონ, გუნდში ფეხით სიარულის ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობის კულტურა დანერგონ, რისთვისაც კარგი იქნება, სხვადასხვა წამახალისებელი შეჯიბრების დაწესება.

შექმენით ყოველთვიური “მწვანე გამოწვევები” – ამგვარი გამოწვევები, გარდა იმისა, რომ ახალისებს კომპანიის კულტურას და აღრმავებს ურთიერთობებს, ასევე ეხმარება კომპანიას, გარემოს დაცვაზე იზრუნოს. ამგვარი გამოწვევის კარგი მაგალითია თანამშრომელთა გამოწვევა, მაქსიმალურად შეამცირონ პლასტმასის ჭურჭლის გამოყენება. მსგავსი გამოწვევების ბოლოს კი დაასაჩუქრეთ თანამშრომლები სიმბოლური საჩუქრებით.

რუბრიკას გარემოზე ზრუნვაზე წარმოგიდგენთ Wasteless.

რას ეძებდა საქართველო ინტერნეტში, 2024 წელს? – Google Trends-ის მონაცემები

გაიცანით „მილა“ – ხარისხის ახალი ნიშანი ბაზარზე და ბრენდი, რომელიც თქვენს მუდმივ მეგზურად იქცევა