in

ნუ გადაყრი, ჩააბარე გადასამუშავებლად! – გახსენი ეკო სეზონი ალტაში

თუ კარადაში ძველ ლეპტოპს ისევ ინახავ და არც გადასაგდებად გემეტება, ჩააბარე გადასამუშავებლად! ალტას, Wasteless • ვეისთლესი-სა და Lenovo Georgia-ს ერთობლივი კამპანიის ფარგლებში, შესაძლებლობა გეძლევა, შენი წვლილი შეიტანო ელექტრული ნარჩენების შემცირებაში და ამავდროულად, გახსნა სეზონი Lenovo-ს ახალი ლეპტოპით. 

Wasteless არის სპეციფიკური ნარჩენების მართვის ასოციაცია, რომლის მიზანია დაეხმაროს კომპანიებს ბიზნესის უნარჩენო, სუფთა და მდგრადი მიმართულებით გარდაქმნაში და ნარჩენების მართვის მიმართულებით, ხელი შეუწყოს ცნობიერების ამაღლებას საქართველოში.

„გახსენი ეკო სეზონი, ახალი ტექნიკით ალტაში“ – კამპანიის ფარგლებში, ალტას მაღაზიებში დაგხვდება Wasteless-ის სპეციალური ყუთი, სადაც მოათავსებ შენს ძველ ლეპტოპს გადასამუშავებლად, სანაცვლოდ კი ალტას 200₾-იან ფასადაკლების ვაუჩერს მიიღებ. ვაუჩერის გამოყენება შეგიძლია ალტაში, Lenovo-ს ბრენდის ნებისმიერი ლეპტოპის შეძენისას.

რატომ არის სახიფათო გაფუჭებული მოწყობილობების ნაგავსაყრელზე მოხვედრა?

აბინძურებს გარემოს

ელექტრონული ნარჩენები (ლეპტოპი, სმარტფონი, ტელევიზორი და ა.შ.) ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია მთელ მსოფლიოში და მათი ნაგავსაყრელზე მოხვედრით, ყოველწლიურად, მსოფლიოში მილიონობით ტონა ელექტრონული ნარჩენი წარმოიქმნება, რაც გამოყოფს მავნე ქიმიკატებს, როფორიცაა ტყვია, ვერცხლისწყალი, კადიუმი და აბინძურებს ჰაერს, ნიადაგსა და წყალს.

რატომ უნდა ჩააბარო ძველი ლეპტოპი გადასამუშავებლად?

უზრუნველჰყოფს ჯანსაღ გარემოს, ზოგავს ენერგიასა და რესურსებს

გადამუშავების პროცესი ხელს უშლის ტოქსიკური მასალების გარემოში შეღწევას და ამცირებს მავნე ზემოქმედებას ჰაერისა და წყლის ხარისხზე, ამით  კი ვიცავთ როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ ეკოსისტემებს. გარდა ამისა, ელექტრონული მოწყობილობები შეიცავს იშვიათ და ძვირფას ლითონებს, როგორიცაა ოქრო, ვერცხლი და პალადიუმი. გადამუშავების შედეგად, ამ  მასალების ხელახალი გამოყენებაა შესაძლებელი, რაც ზოგავს ნედლეულს მომავალი თაობებისთვის და აფერხებს კლიმატის ცვლილებას.

შემოუერთდი პატარა, თუმცა ერთობლივ ნაბიჯებს უფრო მწვანე მომავლისკენ!

ნუ გადაყრი, ჩააბარე გადასამუშავებლად!

გახსენი ეკო სეზონი, ახალი ტექნიკით ალტაში.

[R]

Blush Lab Diamonds – მათთვის, ვინც ნამდვილ ბრილიანტზე ოცნებობს

SpaceX-ის ასტრონავტმა კოსმოსში Star Wars-ის მუსიკა დაუკრა — ვიდეო