in

ECOALF – მდგრადი მოდის ახალი სტანდარტი

დღეს მდგრადი განვითარება მხოლოდ ტრენდი აღარ არისეს ჩვენი პასუხისმგებლობაა. პლანეტა ეკოლოგიური გამოწვევების წინაშე დგას და ჩვენი ყოველდღიური არჩევანი რეალურ ცვლილებას ქმნის

ჯანსაღი მომავლის შექმნაში გადამწყვეტ როლს თამაშობენ კომპანიები, რომლებიც ეკომეგობრულ პროდუქციას ქმნიან და მის ფართოდ გავრცელებას უწყობენ ხელს. ესენი არიან ბრენდები, რომლებსაც შეუძლიათ მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება ისე, რომ შეამცირონ გარემოს დაბინძურება და საცალო ვაჭრობის წარმომადგენლები, რომლებიც ხელს უწყობენ ამ პროდუქტების გავრცელებასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

ICR Trade წლებია, აქტიურად უჭერს მხარს მდგრად მოდას და ქართულ ბაზარზე არაერთ ეკომეგობრულ ბრენდს ნერგავს. ახლა კი კომპანია კიდევ ერთ გამორჩეულ ესპანურ ბრენდს, ECOALF-წარმოგვიდგენს, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებს, ტრენდებს, კომფორტსა და გარემოზე ზრუნვას აერთიანებს.

ECOALF ცვლის მოდის ინდუსტრიის თამაშის წესებს. მისი პროდუქცია იქმნება გადამუშავებული ნედლეულისგან, რაც ამცირებს ნარჩენების რაოდენობას და რესურსების გონივრულ გამოყენებას უწყობს ხელს.

ბრენდის კოლექციებში გამოყენებულია: ოკეანეებიდან და სანაპირო ზოლებიდან შეგროვებული პლასტმასის ბოთლები, სათევზაო ბადეები და პოლიეთილენი, გადამუშავებული ბამბა და შალის ნარჩენები.

2009 წლიდან მოყოლებული, ECOALF-მა გადაამუშავა 300 მილიონზე მეტი პლასტმასის ბოთლი, დაზოგა 54 მილიარდი ლიტრი წყალი და CO₂-ის ემისია 12,500 ტონით შეამცირა.

ECOALF – BECAUSE THERE IS NO PLANET B®

ეს მხოლოდ სლოგანი არ არისეს მოქმედებისკენ მოწოდებაა. ბრენდი გვახსენებს, რომ დედამიწა ერთადერთია და მისი შემცვლელი არ არსებობს.

ECOALF-ის პროდუქცია კი იქნება ეს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი თუ აქსესუარიმაღალი სოციალური პასუხისმგებლობის სიმბოლოა, რადგან ბრენდის ფილოსოფია სცდება მოდას, ის უფრო მომავლის შექმნის გზას წარმოადგენს.

ბრენდის თითოეული პროდუქტი გვახსენებს, რომ შეგვიძლია, ტრენდთან და კომფორტთან ერთად, ვიყოთ ეკომეგობრულები.

ICR Trade კი განაგრძობს მდგრადი მოდის მხარდაჭერას, რათა გაიზიაროს პასუხისმგებლობა და უკეთესი მომავლის შექმნაში მიიღოს მონაწილეობა.

[R]

Scavolini-ს სამზარეულო  – სივრცე, რომელიც ყოველდღიურ მომენტებს განსაკუთრებულს ხდის

სკანერის ისტორია პანტელეგრაფით იწყება — თუმცა, რა არის ეს?