in

ეკო-ფუდის სამართლიანი კონკურსი (?)

მინდა მოგიყვეთ ერთი ფრიად საინტერესო ამბავი.. არ ვიცი, შეიძლება ვინმესთვის სკანდალურია, შეიძლება ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვას,შეიძლება დამთხვევა ეგონოს (და ესეც აღმოჩნდეს),  შეიძლება იფიქროს „უფ, მაგათზე უარესიც ვიცით“ ან რაიმე მსგავსი, მაგრამ ეს რომ არ  გამეჟღერებინა, არ შემეძლო.

საქმე ეხება ეკო-ფუდის ცნობილ კონკურსს „ 500 ლარი შენია“.  აქციის ფარგლებში ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოიფიქროს კომპანიის სლოგანი, აცნობოს იგი ეკო-ფუდს Facebook გვერდზე პირადი წერილის სახით, მიუთითოს საკონტაქტო ინფორმაცია და 20 მაისს, გამარჯვების შემთხვევაში პრიზად მიიღოს 500 ლარი! კომპანია იძლევა დაპირებას, რომ გამარჯვებული კონტენტი მთელი წლის მანძილზე იქნება ეკო-ფუდის ოფიციალური სლოგანი. გამარჯვებულს 20 მაისს კომპანია ეკო-ფუდის დირექცია და მარკეტინგის სამსახური გამოავლენს.promo

 

აწი იწყება ყველაზე საინტერესო…

კონკურსს თავიდანვე გამოუჩნდენ კრიტიკოსები, ამბობდნენ „500 ლარი ძალიან ცოტაა“, „კომპანიის ღირებულებების შესახებ ინფორმაციის გარეშე სლოგანის მოფიქრება არაეფექტურია“, „სლოგანში ზოგადად ათასებს იხდიან..“ და ა.შ.მაგრამ Facebook მომხმარებლების უმეტესობამ მალევე აიტაცა პროექტი და საკმაოდ აქტიურადაც ჩაერთვნენ.

ამ რამოდენიმე დღის წინ ეკო-ფუდმა დაიწყო ყველა შემოსული სლოგანის გასაჯაროება, რათქმაუნდა ავტორის მითითებითურთ.  კონცეფცია შემდეგი იყო: თუ შენი სახელის ქვემოთ შენი სლოგანი ჩვეულებრივად იკითხება, ანუ სლოგანის ნაცვლად xxxx xxxx xxxx არ წერია, ე.ი. შენი სლოგანი შემდეგ ეტაპზე ვერ გადავიდა. ხოლო თუ წერია ავტორის სახელი, ხოლო მის გასწვრივ X-ები, ე.ი. სლოგანი შემდეგ ეტაპზეა გადასული და გამარჯვების რეალური შანსი აქვს.

მეც, როგორც ჩვეულებრივ მოკვდავს, დამაინტერესა ქართველი ერის კრეატიულობის ვულკანურმა ამოფრქვევამ და დავიწყე „გახსნილი სლოგანების“ კითხვა.. ცოტა ხნის შემდეგ მივხვდი, რომ ქართული კრეატივი, ან ყოველ შემთხვევაში იმ სეგმენტის კრეატივი  ვისი სლოგანებიც გასაჯაროებული იყო ეკო-ფუდის გვერდზე, არათუ ვეზუვს და პომპეის, არამედ windows-ის ცნობილი გორაკის სიმაღლისაც არ იყო.. მომბეზრდა კითხვა.. რა მექნა? მეც ავდექი და ეხლა უკვე xxxx-ებს დავუწყე ძებნა.. დამაინტერესა, იქნებ ვინმე ჩემი მეგობრის სლოგანია შემდეგ ეტაპზე გადასულითქო და ამ ძებნა-ძებნაში თან 500 ლარის დახარჯვის გეგმას ვადგენდი..

იქსები არც თუ ისე მრავლად იყვნენ, თუ სწორად მახსოვს, მთლიანობაში სადღაც 25-30-მდე შემდეგ ეტაპზე გადასული სლოგანის ავტორი ვნახე.. ის იყო ჩემი არცერთი მეგობრის ვერ-აღმოჩენით იმედგაცრუებული ფეიჯის დახურვას ვაპირებდი, რომ ყურადღება მივაქციე ერთ ავტორს, რომელსაც სულ 2 სლოგანი ჰქონდა გაგზავნილი და ორივე xxx-ებით იყო დაფარული, ანუ, 2ვე მათგანი გადასული იყო შემდეგ ეტაპზე.

sloganebi

რათქმაუნდა, დამაინტერესა ვინ იყო ეს ნიჭიერი ახალგაზრდა სალომე ლ. , და მის პროფილზეც შევედი.. ვხედავ პატარა გოგონა, დაახლოებით 12-15 წლის..  დავეჭვდი (მეც კაი მამაძაღლი ვარ..) ვიფიქრე უეჭველი მშობელი ყავს ძალიან კრეატიული და ბავშვს დაეხმარათქო.. ბევრი ძებნა არც დამჭირვებია, სალომეს ფოტოებში იოლად მივაკვლიე დედას, ახალგაზრდა სიმპათიურ მანდილოსანს, ქალბატონ ნინო ხ.-ს.  ინსტიქტურად, შევედი ნინოს გვერდზე და ტნტნტნნნნნნ… ნინოს თაიმლაინი სავსეა ეკო-ფუდის სხვადასხვა ფოტოსა თუ აქციის „დაშეარებული“ მასალით.. მიდი ეხლა და არ დაეჭვდე კაცი.. მეც ავდექი და ჩემ მეგობარ, ყოვლისშემძლე Google-ს მივმართე თხოვნით მოეძებნა nino kh. + eco food. Google-მა არ დააყოვნა და აჰა შედეგიც.. ნინო ხ. ეკო-ფუდი, მარკეტინგის სამსახური 🙂

deegoogle

ნინოს Facebook გვერდზე ვხედავთ „დაშეარებულ“  ეკო-ფუდის უახლეს აქციებს. შესაბამისად,  კითხვა „ამჟამად მუშაობს თუ არა ქ-ნ ნინო ეკო-ფუდის მარკეტინგის სამსახურში“  არალოგიკურია.. მაგრამ თავი დავიზღვიე, რა მიდის ჩემი, ავდექი და დავრეკე ეკო-ფუდში, ქ-ნ ნინო ხ. ვიკითხე მარკეტინგის სამსახურიდან, მითხრეს გასულიაო.. Okey ))

Copy-Paste რამოდენიმე აბზაცის ზემოდან: „გამარჯვებულს 20 მაისს კომპანია ეკო-ფუდის დირექცია და მარკეტინგის სამსახური გამოავლენს.“

შევაჯამოთ, რა მოხდა მერე?! ადამიანი მარკეტინგის სამსახურში მუშაობს, რომელმაც კონკურსით შემოსული სლოგანები უნდა განიხილოს და გამარჯვებული გამოავლინოს.. მერე რა თუ მის პატარა გოგონას დაებადა გენიალური 2 სლოგანი, 2-ვე გადავიდა შემდეგ ეტაპზე და დიდი ალბათობით რომელიმე გაიმარჯვებდა 20 მაისს.. მაგრამ რა ქნას სალომე ლ.-მ, თუკი მას მართლა დაებადა ეს 2  ძალიან კარგი სლოგანი და იმედი ჰქონდა გამარჯვების.. არა რა, ყველაფერი ნინო ხ.-ს ბრალია.. „ტეხავს“… მაგრამ მოიცა, სალომე ლ.-ს რომ გაემარჯვა, მაინც გამოჩნდებოდა ვიღაც, თუგინდ  არამარკეტერი და იტყოდა რომ ეს ყველაფერი ისევ და ისევ  ნინო ხ.-ს ბრალია.. ყველა გზა ქალბატონ ნინოსთან მიდის… რავიცი, კიდევ „ტეხავს“.

მე იმედს ვიტოვებ, სალომე ლ. არ არის ნინო ხ.-ს შვილი და ეს უბრალოდ სახელი და გვარის დამთხვევა იყო. გარდა ამისა, დიდი იმედი მაქვს ეს იყო ერთადერთი შესაძლო ნეპოტიზმfacebookური შემთხვევა ამ და ზოგადად სხვა კონკურსებზე. აგრეთვე, ვიმედოვნებ ეკო-ფუდის წარმომადგენლები ამ სტატიას ვერ ნახავენ, კონკურსი ობიექტურად ჩაივლის, პატარა სალომეს შექმნილი 2ვე სლოგანი ნამდვილად სალოს დაწერილია და ამ შემთხვევაში გულწრფელად ვუსურვებ ულამაზეს პატარას გამარჯვებას..

 

სხვა კომპანიების სხვა კონკურსებს რაც შეეხება, იქნებ თქვენც გადახედოთ მონაწილეთა და შემფასებელთა ნათესავურ კავშირებს (ნათესავებში მეუღლის ნათესავიც შედის), რავი, ჩვენ ვაპირებთ ხოლმე გადავხედოთ და მეთქი თქვენც ხომ არ აპირებთ-თქო : )

დანარჩენი შეფასებების გაკეთება და დასკვნების გამოტანა თქვენთვის მოგვინდვია მარკეტერებო..

P.S. სტატიის მომზადებაში დახმარებისათვის ავტორი მადლობას უხდის [[email protected]@DOx]-ს.

 

Gveto

მაისი, 2013

დევიდ ოგილვი – ცნობილი გამონათქვამები (ნაწილი მეორე)

ყვეეელაზე რასისტული რეკლამა