in

Ecom – ჰაერის დეზინფექტატების სერია, ვირუსების წინააღმდეგ

COVID პანდემიის პირობებში, სანამ ვაქცინა ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდება, ადამიანები ცდილობენ, მაქსიმალურად, გამონახონ სხვადასხვა საშუალება, რითიც თავის დაცვას შეძლებენ, იქნება ეს პირბადე, სოციალური დისტანცირება, თუ სხვადასხვა ინგრედიენტის გამოყენება, საკვებად ან დასალევად; მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სადეზინფექციო საშუალებებსა და სანიტაიზერებს. გვსურს, ამჯერად, თქვენი ყურადღება შევაჩეროთ უნიკალურ იაპონურ ტექნოლოგიაზე, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ გამოჩნდა ქართულ ბაზარზე და საზოგადოების დიდი დაინტერესება გამოიწვია. ამ თემაზე „ონლაინ“ მაღაზია dp.ge-ს გაყიდვების მენეჯერს, ირაკლი ჯაფარიძეს ვესაუბრეთ.

უკეთ გაგვაცანით თქვენი პროდუქტი, რა არის და რისთვის გამოიყენება?

ირაკლი ჯაფარიძე: ეს არის ჰაერის დეზინფექტატების სერია, იაპონური კომპანია „შინკოს“ მიერ წარმოებული ბრენდი „ეკომი“. მცირე ზომის მოწყობილობებია, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება ფუნქციურად, მათი მოხმარების ადგილების მიხედვით. თუმცა, საერთო არის ის, რომ ანადგურებენ მათ ირგვლივ არსებულ ჰაერში მყოფ ყველა ვირუსსა და ბაქტერიას, სხვადასხვა მავნე აირებს და უსიამოვნო სუნს. ამავდროულად, სრულიად უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

რით განსხვავდება სხვა სადეზინფექციო საშუალებებისგან?

უახლესი ტექნოლოგიით. ჩვენი მოწყობილობების ბირთვში არის გრანულები, რომლებიც ჰაერთან ურთიერთქმედების დროს, წარმოქმნიან ქლორის დიოქსიდს, ყველაზე ძლიერ სადეზინფექციო საშუალებას. ქლორის დიოქსიდი გახლავთ აირი. თითქმის, 200 წლის განმავლობაში ცდილობდნენ მეცნიერები ქლორის ისეთი მყარი ფორმის ფორმულის შექმნას, რომელიც დაიშლებოდა ჰაერთან ურთიერთქმედებისას და არა წყალთან, ანუ ჰაერის დეზინფიცირებას მოახდენდა. ქლორის აქამდე არსებულ ფორმებს შეეძლოთ მხოლოდ წყალში განზავება, მისით იფილტრება სასმელი და აუზების წყალი, ის შედის, თითქმის, ყველა სარეცხ საშუალებაში. ასევე ქლორის დიოქსიდი, აირის სახით, დიდი ხანია გამოიყენება სხვადასხვა სივრცის სადეზინფექციოდ, მათ შორის ბიოლოგიურ და ქიმიურ ლაბორატორიებში, მაგრამ ამგვარი ფორმით მისი გამოყენება უაღრესად ტოქსიკურია და ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიში – დეზინფექციისას საჭიროა ადამიანების იმ სივრციდან გაყვანა და მოითხოვს გარკვეულ დროს. „ეკომის“ ტექნოლოგიის უნიკალურობა და უპირატესობა სწორედ ის არის, რომ მისი გრანულები, ჰაერთან ურთიერთქმედებისას, უსაფრთხო დოზით წარმოქმნიან ქლორის დიოქსიდს, ამიტომ აბსოლუტურად უსაფრთხოა ჩვენთვის. WHO-ს და FDA-ს სტანდარტებით, ჰაერში ქლორის დიოქსიდის კონცენტრაციის ადამიანის ჯანმრთელობისთვის დასაშვები უსაფრთხო დოზის მაქსიმუმი გახლავთ 0.1 ppm, „ეკომის“ პროდუქციაში ეს დოზა შეადგენს 0.017 ppm-ს.

რამდენად ეფექტურია „ეკომის“ დეზინფექტატები? რეალურად გვიცავს კორონავირუსისგან?

მოკლე პასუხი ამ შეკითხვაზე გახლავთ: დიახ! მაგრამ მოკლე პასუხი საკმარისი არ არის, საჭიროებს განმარტებებს და დაზუსტებებს: პირველ რიგში და აუცილებლად ხაზგასმით – ჩვენი პროდუქცია არ გახლავთ სამედიცინო დანიშნულების, ის მხოლოდ სადეზინფექციო საშუალებაა. ანუ თუ გკითხავთ, გვიცავს თუ არა ვირუსებისგან  და ბაქტერიებისგან ხელების საპნით დაბანა, ალბათ, მიპასუხებთ, რომ „დიახ“ და ეს ერთ-ერთი მთავარია მიზეზია, რატომაც ადამიანები ხელებს ვიბანთ; ანუ ჰიგიენა არამხოლოდ ესთეტიკას გულისხმობს, არამედ, პირველ რიგში, სანიტარიას, სანიტარია და დეზინფექცია კი პრაქტიკულად ერთი და იგივეა. ამავდროულად, შეიძლება თუ არა დაინფიცირდეს ადამიანი, რომელიც ხელებს რეგულარულად იბანს საპნით? აქაც პასუხი არის „დიახ“, თუკი ის ამას სწორად არ აკეთებს, ან არ იცავს უსაფრთხოების სხვა აუცილებელი წესებს. ზუსტად იგივეა ჩვენს შემთხვევაშიც: გვიცავს, მაგრამ საჭიროებს სხვა წესების დაცვასაც.

სწორად მოხმარება ახსენეთ და რა უნდა გავითვალისწინოთ მისი ხმარებისას?

ის დახურულ სივრცეებში მოქმედებს, სჭირდება გარკვეული დრო, სანამ მოიცავს მიმდებარე სივრცეში არსებულ ჰაერის ყველა მოლეკულას და სათითაოდ გაანადგურებს ყველა მავნებელს. ღია სივრცეებში და იმ ადგილებში, სადაც აქტიური განიავება ხდება, ბუნებრივია, ეფექტურად ვერ იმოქმედებს. Ecom-ის პროდუქტები მარტივი მოსახმარია, საკმარისია მხოლოდ „ბლისტერ“ შეფუთვის გახსნა და მათი ამოღება ვაკუუმიდან, რომ ის ავტომატურად გააქტიურდება და ვადის ამოწურვამდე უწყვეტ მოქმედებაში იქნება. ძალიან პატარები და მსუბუქებია და აგრეთვე, აქვს ძალიან მოსახერხებელი სამაგრები (გულსაბნევი და ბეიჯი).

თქვენ ზემოთ თქვით, რომ ეს მოწყობილობები ფუნქციურად განსხვავდება ერთმანეთისგან. რა სახის პროდუქტებს სთავაზობთ მომხმარებელს, სად გამოიყენება ისინი და რამდენად ხელმისაწვდომია მათი ფასი?

გვაქვს შენობის შიდა სივრცეების სადეზინფექციო პორტატიული მოწყობილობა: Ecom Room Mini, რომელიც 20 კვ.მ-დე სივრცის დეზინფიცირებას ახდენს და მათი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ ოთახში, რომელიც გახლავთ არაუმეტეს 20 კვ.მ-ისა, ანუ წარმოადგენს დახურულ სივრცეს ოფისებში, მისაღებ ოთახში, სილამაზის სალონში, მცირე მარკეტში, სპორტულ დარბაზში, რესტორნებსა და ბარებში. უმეტესად, ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ ის გამოიყენონ სამზარეულოებში, ტანსაცმლის გამოსაცვლელ ოთახებში, სამედიცინო მანიპულაციების ოთახებში. გვაქვს ასევე Ecom Space, რომელიც უფრო მცირე ზომის სივრცეებში მოქმედებს, დაახლოებით, 2-2.5 მეტრის დიაპაზონში. მას, ყველაზე ხშირად ლიფტების და სხვა მცირე ზომის ოთახებისთვის ვიყენებთ, ან შეგვიძლია, რამდენიმე ცალი, მივამაგროთ ნებისმიერ დახურულ სივრცეში, მაგ. მაცივარზე სამზარეულოში (მაგნიტური სამაგრებით). ასევე რეკომენდებულია მათთვის, ვისი სამუშაო სივრცეც მცირეა და უმეტესად ერთ მაგიდასთან მუშაობას მოიცავს, ვგულისხმობ სილამაზის სალონებში, მანიკურის სპეციალისტებს, ოქრომჭედლებს, მესაათეებს და ა.შ. გვაქვს ყველაზე პოპულარული, ავტომობილის სალონებისთვის განკუთვნილი Ecom Car, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ გარდა ვირუსებისგან დაცვისა, წლობით გამჯდარი სუნების გაქრობაც შეუძლია, იქნება ეს თამბაქოს სუნი, გაზის სუნი, ძრავის ფორმალდეჰიდები თუ ე.წ. „კოვრიკების“ სუნი. გვაქვს სხვადასხვა სათავსოების, კარადების, საკვები პროდუქტების შენახვისთვის Ecom Box. უნიკალური პროდუქტია Ecom Cool, რომელიც მაცივრის შიდა სტერილიზატორია, მნიშვნელოვნად აფერხებს მზა საკვების და ბოსტნეულის ფუჭების პროცესს. აგრეთვე ინდივიდუალური მოხმარების EA Mask და EA Bear, გულსაბნევი და ბეიჯი, რომლებიც შეგიძლიათ, ტანსაცმელზე ან ხელჩანთაზე მიიმაგროთ ან გულზე ჩამოკიდოთ. ისინი უზრუნველყოფენ დახურულ სივრცეში, თქვენს ირგვლივ, 1-1.5 მეტრის რადიუსში არსებული ვირუსებისა და მიკრობების განადგურებას. გვაქვს, ასევე, Ecom Wash, რომელიც სარეცხის მანქანებისთვისაა განკუთვნილი ათეთრებს თეთრეულს, ადეზინფიცირებს და აქვს „კალგონის -ეფექტი“, უპრიანი იქნება მისი გამოყენება სამედიცინო თეთრეულისათვის და მედ.პერსონალის უნიფორმებისთვის. ყველა მათგანზე ინფორმაციის მოძიება და შეძენაც, შეგიძლიათ ჩვენი ვებგვერდის საშუალებით. რაც შეეხება ფასებს, ისინი უმეტესად 30-დან 110 ლარის ფარგლებშია, გარდა ჩვენი კიდევ ერთი, ყველაზე ახალი და ყველაზე უნიკალური პროდუქტისა, ეს გახლავთ EK-030 plus-ისა. ეს არის 1 მეტრის სიმაღლის უნივერსალური დანადგარი, სამმაგი ფილტრით. ის 100 კვადრატულ მეტრ სივრცეს ყოფნის უკვე არა მხოლოდ მიკრობებსა და სუნს ებრძვის, არამედ მტვერსაც და ამას დამატებული, ახდენს ჰაერის იონიზაციას და დატენიანებას. ეს ყველაფერი ავტომატურ რეჟიმში იმართება, ტაჩ სქრინ დისფლეის საშუალებით ან პულტით. ასევე მოჰყვება აპლიკაცია, რომელიც სურვილის შემთხვევაში, მუდმივად გატყობინებთ იმ სივრცეში არსებულ მდგომარეობას დეტალურად. აქვს USB-ის შესაერთებელი და ტელეფონის სწრაფი დატენის ფუნქციაც. არ სჭირდება კედლების გამონგრევა, მონტაჟი და ა.შ. თქვენი სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ, სადაც გნებავთ, იქ დადგათ ან ჩამოკიდოთ. მისი ფასი, ამ ეტაპზე, 4444 ლარი გახლავთ (დღგ-ს ჩათვლით) და ჯერჯერობით, მხოლოდ შეკვეთით ჩამოგვაქვს.

რამდენად აქტიური მოთხოვნაა თქვენ პროდუქციაზე, როგორი გამოხმაურება გაქვთ მომხმარებლებისგან?

5 თვეზე მეტია, რაც რეალიზებას ვახდენთ და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველა მომხმარებლის მონიტორინგი განვახორციელოთ. მით უმეტეს, რომ არა მხოლოდ გაყიდული, საჩუქრად გადაცემულიც გვაქვს გარკვეული რაოდენობა, მაგალითად, ინფექციური საავადმყოფოს პერსონალისთვის. რეკლამაციის არც ერთი შემთხვევა არ გვაქვს! პროდუქტი „მუშაობს“ და ინფიცირებულთა რაოდენობა 0-ია. გვესმის, რომ ჩვენი მომხმარებელი სწორედ ის კატეგორიაა, ვინც განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება COVID საწინააღმდეგო ზომებს და მაქსიმალურად ასრულებს მათ. სწორედ ამიტომაც შეიძინეს ჩვენი პროდუქციაც. ანუ ცალსახად მხოლოდ ჩვენი პროდუქციის დამსახურებით არ არიან ვირუს უარყოფითები, მაგრამ მაინც ძალიან სასიამოვნოა და საამაყო ჩვენთვის ასეთი სტატისტიკა.

 

[R]

როგორ შეუძლია კრიზისის კონტროლს თქვენი კომპანიის გაძლიერება?

DHL სტუდენტებს 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს