in

უკეთესი მოდელი, პანდემიის დროს, ეკონომიკური პროგნოზისთვის

მას შემდეგ, რაც აშშ-ში, მარტის თვეში, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების დაწესება დაიწყეს, ინტერესი ეკონომიკური პროგნოზების მიმართ, მნიშვნელოვნად გამძაფრდა. სწორედ ფინანსებია ის გამოწვევა, რაზეც, ჯანმრთელობასთან ერთად, ყველაზე მეტად ვშფოთავთ – რა ბედი ელის ჩვენს სამუშაო ადგილებს, საწარმოებს და მთლიანობაში ეკონომიკას. პანდემია პროგნოზირებას უზარმაზარ დაბრკოლებას უქმნის. როგორც FocusEconomics აცხადებს, ინტერესი ეკონომიკური პროგნოზების მიმართ, 3.5%-დან 56.8%-მდე გაიზარდა, 2020 წლის, თებერვალ-აპრილის შუალედში. თანამედროვე არასტაბილურ გარემოში, განსაკუთრებით იმატა ეკონომიკური პროგნოსტიკის სიზუსტეზე მოთხოვნილებამ. მათ ნაცვლად, პოლიტიკოსები და ბიზნესმენები ალტერნატივად, რეალურ დროში მოწოდებულ მონაცემებს ეყრდნობიან, როგორიცაა ინფორმაცია მობილობის თ ტრანზაქციების შესახებ, Apple-ისა თუ Google-ისგან. ინფორმაციის ეს წყაროები ღირებულია, თუმცა, მათ აკლიათ მნიშვნელოვანი კონტექსტი, რაც მსხვილი ეკონომიკური ტენდენციების განსაზღვრას უკავშირდება. მაგალითად, ტრანზაქციების შესახებ მონაცემები, თავის მხრივ, ვერ ახსნიან, ხარჯავენ თუ არა მომხმარებლები უფრო მეტს/ნაკლებს – ამას გაანალიზება სჭირდება.

pasha-statiebi
pasha-statiebi

მიუხედავად ყველაფრისა, სარწმუნო პროგნოზირება ახლაც შესაძლებელია. ინგრედიენტი, რაც ამ პროცესს აკლია არის ცვალებადი მოთხოვნილებების, მიდგომებისა და ქცევების სიღრმისეული გაგება. სწორედ ამის საფუძველზე შემუშავდა მიდგომა, რომელიც ბევრად მკაფიო ეკონომიკური პროგნოზების შემუშავებაში შეიძლება დაეხმაროს სპეციალისტს.

დაიწყეთ მომხმარებელთა განწყობის გაანალიზებით

პირად სამომხმარებლო ხარჯებზე მშპ-ს 70%-ზე მოდის. თუკი მომხმარებლები თავიანთ Covid-მდელი ხარჯების მოცულობას არ დაუბრუნდებიან ან არ შეცვლიან შესყიდვების მოდელს, ეს ცალკეულ ეკონომიკურ სექტორებზე დრამატულად აისახება. ერთადერთი გზა, რომ პანდემიის ჟამს, საიმედო ეკონომიკური პროგნოზი განისაზღვროს, ესაა დაემატოს მოდელი, რომელიც განსაზღვრავს მომხმარებლის წარსულ, ამჟამინდელ და მოსალოდნელ ხარჯვით პატერნს.

ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე აშშ-ის დიდი ნაწილი სხვადასხვა ტიპის შეზღუდვითა და ახალი ჩვევით ცხოვრობს, რაც სოციალურმა დისტანცირებამ და ინფიცირების შიშმა გამოიწვია. ეს კი, მომხმარებლის შესყიდვების ქცევაზე გრძელ ვადაში მოახდენს გავლენას. მაგალითად, მომხმარებელს, დისტანციური მუშაობის პირობებში, საკმარისად მეტი დრო ჰქონდა ექსპერიმენტებისა და ახალი ჩვევების ჩამოსაყალიბებლად, რაც ციფრულ კომერციას უკავშირდება – ეს კი, საკმაოდ დიდხანს გასტანს.

ვირუსთან ბრძოლის სამედიცინო გადაწყვეტის გარეშე, ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების სრულად აღდგენის შემთხვევაშიც კი, სოციალური დისტანცირება კვლავაც ძალაში იქნება. ეჭვგარეშეა, რომ შექმნილი გარემოება მნიშვნელოვნად იმოქმედებს ეკონომიკის აღდგენის ფორმასა და სისწრაფეზე.

დააკვირდით ტრანზაქციების მონაცემებს

ამ მუდმივად ცვალებად გარემოში, ეკონომისტები და ბიზნეს ლიდერები უნდა ხედავდნენ მომხმარებლების სამომავლო ქცევას. ეს კი კრედიტისა და დებეტის ტრანზაქციების მონაცემთა ანალიზითაა შესაძლებელი.

500 000 საკრედიტო და სადებეტო ანგარიშის ყოველკვირეული ტრანზაქციის პატერნის შედეგად, ანალიტიკოსებმა შეძლეს კონცენტრირება, ხარჯის რა კატეგორიები არსებობს ახალ რეალობაში, რა მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი ცვლილებებია მომხმარებლის ხარჯვის ჩვევაში მოგზაურობის, კვების ობიექტების, დასვენების, უძრავი ქონების, სასურსათო მაღაზიების, ინვენტარის თუ საწვავის მიმართულებით.

იმისათვის, რომ სამომავლო ხარჯვითი ქცევა განესაზღვრათ, ანალიტიკოსებმა ონლაინ ინტერვიუებში მომხმარებელთა უფრო დიდი რეპრეზენტატული რაოდენობა ჩართეს. ისინი ადარებენ ინფორმაციას, თუ როგორ აპირებენ მომხმარებლები შემოსავლების დახარჯვას და ასევე, განსაზღვრავენ მრავლობით სცენარს, რაც შესაძლოა, მოყვეს “ეკონომიკის გახსნას”. რაკი ეს პირობები მუდმივად ახლდება, სცენარებიც ყოველთვიურად იცვლება, საზოგადოების ინფორმირების პარალელურად.

პროგნოსტიკა აკავშირებს ერთმანეთთან ტრანზაქციებსი წარსულ და უახლოეს თვეებში მოსალოდნელ მოდელებს. აპრილიდან ივნისის ჩათვლით, მკვლევრებმა 9000 მომხმარებელი გამოკითხეს და ეს მიდგომა გამოიყენეს ტურიზმისა და სარესტორნო სფეროზე გავლენის ზუსტი პროგნოზირებისთვის.

პროგნოზირების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა ის, რომ პანდემიამ მომხმარებლებს ნაკლები ხარჯვა აიძულა. შედეგად, საკრედიტო და სადებეტო მონაცემებზე დაყრდნობით, დიდი ალბათობით, შეძლებთ დაინახოთ ოპტიმისტური სურათი, სარესტორნო და ტურისტული სექტორებისთვის, სადაც უფრო ხშირი იყო ნაღდი ფულით ანგარიშსწორება.

ტრანზაქციების წარსული პატერნების მომხმარებლების უკუკავშირთან კომბინაციით, ეკონომისტებსა და ბიზნესმენებს უფრო ზუსტი პროგნოზირება შეუძლიათ. მაგალითად, მაისში პროგნოზის მიხედვით, საცალო ვაჭრობა 13%-ით უნდა გაუმჯობესებულიყო, ხოლო ინდუსტრიის დანარჩენი ნაწილი მხოლოდ 9%-ით გაიზრდებოდა. საბოლოოდ, აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მაისში საცალო ვაჭრობა რეკორდული – 17.7%-ით გაიზარდა.

მაინც როგორ ჩანს მომავალი, ამ გადმოსახედიდან?

გამომდინარე იქიდან, რომ ამ სტატიის წერის პროცესში, აშშ-ის ბევრი შტატი ინფიცირების რაოდენობის ზრდაზე საუბრობს, პანდემიის გრძელვადიანი შედეგების განსაზღვრა არავის შეუძლია. თუმცა, მომხმარებლების რეაქციების მიხედვით, გახსნის ჰიპოთეტური სცენარების განხილვით შესაძლებელია კონტურების დანახვა. იმ პირობებში, როდესაც ყველა სექტორი სრულად გაიხსნება, მონაცემები აჩვენებს უზარმაზარ სამომხმარებლო მისწრაფებას, კვლავაც განაახლონ ხარვის ძველებური ინტენსივობა, მაგალითად, ისეთ პოპულარულ კატეგორიაში, როგორიც მოგზაურობაა.

განაგრძეთ მონაცემთა შეფასება, კრიზისის პირობებში

ამ დროისათვის, არაფერია სტატიკური. არსებული მოცემულობის ფონზე, საზოგადოება კვლავაც განაგრძობს “ახალ ნორმაზე” მორგებას. თუკი გავითვალისწინებთ ამ კრიზისის უნიკალურ ბუნებას და შესაძლო გრძელვადიან ზემოქმედებას სამომხმარებლო ჩვევებზე, სიტუაციის მუდმივი დაკვირვება და ანალიზი საიმედო ეკონომიკური პროგნოზების აუცილებელი ნაწილია. ტრანზაქციების ფაქტობრივი მონაცემების სიღრმისეული ანალიზი ბევრის მთქმელია სამომავლო ხარჯვითი გეგმების განსაზღვრის პროცესში და ანალიტიკოსებს ამ ინფორმაციის გონივრულად გამოყენების შანსი აქვთ.

 

წყარო: HBR



ბინის დაზღვევა „ალდაგისგან“ – სიმშვიდე კარკასიდან რემონტამდე

“პირველი ნაბიჯის” ბენეფიციარმა ბავშვებმა საახალწლო ღია ბარათები დაამზადეს