in

www.ecoupon.ge – ფასდაკლებების ახალი საიტი ქართულ ბაზარზე

Startauperi
Startauperi

 

E1საქართველოში ფასდაკლებისა და ინტერნეტ კომერციის ახალი ვებ-გვერდი Ecoupon.ge ამოქმედდა. საიტის დამფუძნებლები ამბობენ, რომ  Ecoupon.ge გამოირჩევა თავისი სიმარტივით, დახვეწილი ინტერფეისითა და სისწრაფით. კომპანია აცხადებს, რომ მის მიზანს ქართულ რეალობაში ინტერნეტ-შოპინგის აქტიური დანერგვა წარმოადგენს.

Marketer-ი Ecoupon-ის შესახებ მის დამფუძნებელსა და დირექტორს, დავით მიროტაძეს ესაუბრა.

M: რატომ გადაწყვიტეთ ამ საიტის შექმნა, მით უმეტეს, რომ კონკურენცია ამ სფეროში მაღალია?

საიტის შექმნა იქიდან გამომდინარე გადაწყდა, რომ ჩვენი აზრით ქართულ ბაზარზე ამ სფეროში სერვისის ის დონე არ არის, რასაც მომხმარებელი იმსახურებს. კონკურენტების სერვისის ხარისხი ბევრად არადამაკმაყოფილებელია, ეს ჩანს როგორც მომხმარებლის გამოცდილებიდან, ასევე ბიზნესის კუთხიდან. სხვა საიტები ნაკლებად კომფორტულია, მითუმეტეს, როცა მომხმარებელი სარგებლობს ამ საიტებით, თავს ნაკლებად დაცულად და დაუფასებლად გრძნობს.

M: თქვენ რა უპირატესობას ფლობთ ამ მხრივ?

ჩვენი გუნდის აზრით, როცა მსგავსი ტიპის საიტი ფუნქციონირებას იწყებს, უნდა იყოს სწრაფი, ანუ გადახდა არ უნდა ჭირდეს და საიტზე შესვლისას მომხმარებელს ლოდინი არ უნდა სჭირდებოდეს. ჩვენ საიტზე უნიკალური დაგროვების ბონუს სისტემა დავნერგეთ, რაც არც კონკურენტ და არც სხვა ქართულ საიტებს არ გააჩნიათ. როცა ჩვენს საიტზე მომხმარებელი რეგისტრირდება, მას ენიჭება ქულების გარკვეული რაოდენობა, ამ ეტაპზე გვაქვს ლიმიტი-111 ქულა. ყოველ დახარჯულ ერთ ლარზე მომხმარებელს 11 ქულა ერიცხება. დახარჯული თანხის რაოდენობა და დაგროვებული ქულები ადექვატურია ერთმანეთთან, რაც მთავარია, მომხმარებელს შეუძლია საჩუქარი რაც შეიძლება მალე გამოიტანოს. მას არანაირი ლოდინი ან ასტრონომიული თანხის დახარჯვა არ უწევს.

Cover e

M: რა ეტაპები გაიარეთ ბაზარზე შემოსვლამდე ?

ჩვენი გუნდის ყველა წევრს დიდი გამოცდილება აქვს როგორც ინტერნეტ კომერციაში, ასევე სხვა ბიზნეს მიმართულებებში. ჩვენი სანაცნობო და სამეგობრო წრე შედგება ახალგაზრდა მეწარმეებისგან და იმ ხალხისგან, რომლებიც, ფასდაკლებების საიტების ბიზნესში ჩახედულია. სწორედ მათგან მივიღეთ კონსულტაციები, თუ რა მინუსები გააჩნიათ სხვა საიტებს და რა სჭირდება ამ სფეროს გასაუმჯობესებლად.

ჩვენი გუნდის წევრია ერთ-ერთი წარმატებული ახალგაზრდა დიზაინერი, გიორგი სოსება, რომელსაც იუსტიციის სახლის ვებ-გვერდის დიზაინი და  ასევე რამდენიმე ცნობილი კერძო კომპანიის ვებ-გვერდის დიზაინი აქვს შექმნილი. ჩვენი IT გუნდის ხელმძღვანელია  ერთ-ერთი წარმატებული დეველოპერი უჩა მაისურაძე, დამატებით IT მხარდამჭერია ცოტნე ტაბიძე, რომელიც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში სწავლობს. მისგან ძირითადად ვიღებთ კონსულტაციებს და ინფორმაციას თუ რა სიახლეებია ამერიკულ ბაზარზე. გაყიდვების გუნდი შედგება რვა ადამიანისგან, დანარჩენი მიმართულებები, როგორიცაა სოციალური მედიის მენეჯერი, ბუღალტერი, ვიდეო და ფოტო გადამღები, მარკეტინგის მენეჯერი, ჯამში გუნდი 15 ადამიანს აერთიანებს. ჩვენი კომერციული დირექტორი არის ზაზა ნავროზაშვილი, თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი, საკმაოდ წარმატებული ახალგაზრდა, რომელსაც უკვე რამდენიმე კომპანიის ხელმძღვანელობა და მართვა აქვს გამოცდილებაში.

რეგისტრაცია

M: მომხმარებლის დაინტერესებას როგორ შეაფასებთ?

ბაზარზე შემოსვლის დღიდან ერთ-ერთი წარმატებული კომპანია “ავტოგრაფი” დავითანხმეთ ექსკლუზიურ თანამშრომლობაზე და მომხმარებელს  ირაკლი ჩარკვიანის საღამოზე დასასწრები ბილეთები შევთავაზეთ. ორასზე მეტი ბილეთი გავყიდეთ და საიტის გაშვებიდან მესამე დღეს 2000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი დაგვიგროვდა. კომპანიებს ვთავაზობთ მზა პლატფორმას, რომ ინტერნეტში, ჩვენს გვერდზე სრულიად უფასოდ გამოჩნდნენ, გაარეკლამონ და გაყიდონ თავიანთი კომპანიის შეთავაზებები. ასევე გვაქვს კომერციული სარეკლამო ბანერები, რომელთაგან ერთიც უკვე ღვინის კომპანიამ შეიძინა.

M: როგორ აწვდით მომხმარებელს ხმას?

ძირითადად, სოციალური ქსელის და ინტერნეტის საშუალებით, ასევე იმეილ და სმს მარკეტინგით.

M: რაც შეეხება კომპანიის სახელსა და ლოგოს ? 

სახელის შერჩევაზე ბევრი არ გვიფიქრია, ასოცირება გავაკეთეთ იბეიზე, ანუ ინტერნეტში ყიდვაზე. დაახლოებით მსგავსად წარმოიშვა საიტის სახელი. ლოგოც მარტივად ავარჩიეთ, სახელწოდების პირველი ასო და კუპონის ფორმა.logo

M: გაგვიზიარეთ სამომავლო გეგმები

ვგეგმავთ ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებას და დანერგვას ქართულ ბაზარზე. ექსკლუზიურად გაგიმხელთ, რომ ვაპირებთ მოსწავლეების ბარათის გამოშვებას, რომლითაც მათ მეტი ფასდაკლებები და უპირატესობები ექნებათ. უახლოეს მომავალში, საახალწლოდ ექსკლუზიურ შეთავაზებებს განვათავსებთ, რომელსაც ჯერ არ გავამხელთ.

ქართული თამაშების ინდუსტრია დიდი აფეთქების ზღვარზე

Sexy Bicycle – ნიჭიერი ქართველი მუსიკოსი ბარსელონადან