CES 2022-ზე (Consumer Electronics Show – სამომხმარებლო ელექტრონიკის შოუ) აუდიტორია იხილავს Ecovacs deebot X1 Omni-ს, მტვერსასრუტს რომელსაც საჭიროებისამებრ მოწმენდის ფუნქციის შეთავსებაც შეეძლება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ასე მოხერხებულად რობოტებს ადამიანის სახლის დალაგება არასდროს შეძლებიათ.
სამომხმარებლო ელექტრონიკის მწარმოებელი კომპანიების მხრიდან არაერთხელ ყოფილა მცდელობა დაეპროექტებინათ რობოტი მტვერსასრუტი, რომელსაც მოწმენდის ფუნქციაც ექნებოდა, თუმცა უშედეგოდ. 2022 წელი ამმხრივ გამორჩეული წელია. Ecovacs-ს მომხარებელს ჰპირდება, რომ ამას შეძლებს. კომპანია X1 Omni-ს გაყიდვას 1549 დოლარად გეგმავს.
Ecovacs deebot X1 Omni-ის დაპროექტების მთავარი მიზანია, მტვერსასრუტმა დაალაგოს სახლი ადამიანის ყოველგვარი ჩარევის გარეშე. რობოტი ზედაპირიდან აშორებს როგორც მტვერს, ასევე მყარ ჭუჭყსა და ნამსხვრევებს, შემდეგ უბრუნდება თავის კუთვნილ ადგილს და თავადვე ცლის ნაგავს. მტვერსასრუტის დიზაინში გამორჩეული ადგილი აქვს ორ საწმენდ თავს, რომელთაც წუთში 180 გრადუსიანი ბრუნის გაკეთება შეუძლიათ.