in

„ეკოვილის” მზის ელექტროსადგურები სომხეთში და გეგმები საქართველოში

საქართველოში დიდი მასშტაბის მზის სადგურების მშენებლობის დროა. ქვეყანას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, გამოიყენოს მზის უხვი რესურსი.

თუმცა იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოთ, აუცილებელია სანდო, მზაობის მქონე კომპანიის მოძიება, მათი პროექტებისა და გამოცდილების გაცნობა.

სწორედ ამიტომ „ეკოვილის” გუნდში გადაწყვიტეს, რომ თქვენთვის დეტალურად გაეზიარებინათ მიმდინარე და დასრულებული მასშტაბური პროექტები მეზობელ ქვეყანაში – სომხეთში და, ასევე, განეხილათ მათი ეფექტიანობა. მოცემული ვიდეოკოლაჟი შეგიქმნით წარმოდგენას ეკოვილის შესაძლებლობებისა და გუნდის პროფესიონალიზმის შესახებ.

სომხეთი, საქართველოს მსგავსი გეოგრაფიული პირობებით, შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ რისი მიღწევა შეგვიძლია საქართველოშიც, სწორი დაგეგმარებითა და ტექნოლოგიით. წლების განმავლობაში ეკოვილის გუნდმა წარმატებით დააპროექტა, დანერგა და შეინარჩუნა ფართომასშტაბიანი მზის ელექტროსადგურები სომხეთის სხვადასხვა რეგიონში. მოცემული პროექტების შედეგად მიღებულია მნიშვნელოვანი ფინანსური დანაზოგი და შემცირებულია ჰაერის დაბინძურება.

იხილეთ ეკოვილის მიმდინარე და დასრულებული პროექტების ვიდეომიმოხილვა.

ამ ისტორიების გაზიარებით, გუნდს სურს, გაგაცნოთ ეკოვილი, როგორც სანდო პარტნიორი კომპანია, რომელთან ერთადაც შეძლებთ წარმატებით შეასრულოთ ფართომასშტაბიანი პროექტები.

[R]

LEGO-მ იცის, რა უნდა აჩუქოთ პარტნიორს ვალენტინობის დღეს

შერის Uber Eats-ის სასაცილო რეკლამაში კოცონზე წვავენ