25
Jun
2019

ედ შირანმა საყვარელ ბრენდს რეკლამა მოუფიქრა, სადაც თვითონ მონაწილეობს

25 Jun 2019



მომღერალი ედ შირანი Heinz Ketchup-ის დიდი მოყვარულია და საშუალება მიეცა, რომ ბრენდისადმი სიყვარული მის რეკლამაში მონაწილეობით გამოეხატა.

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა შირანმა, გავრცელებული ინფორმაციით, ბრენდს გზავნილი დაუტოვა, სადაც ატყობინებდა, რომ პერსონალური იდეა ჰქონდა ბრენდის რეკლამასთან დაკავშირებით და გაზიარება სურდა. გასაოცრად, Heinz-ს იდეა მოეწონა და რასაც ახლა ხედავთ, შირანის გაცოცხლებული ხედვაა.

კარგი, მეგობრებო, მოკლედ, ეს ნამდვილად მოხდა, – გააზიარა ინსტაგრამზე. მე ხმოვანი შეტყობინება გავუგზავნე ბრენდს და ჩვენ ერთად მთლიანი სატელევიზიო რეკლამა გავაკეთეთ, – ედ შირანი.

რეკლამა აჩვენებს მომღერალს, რომელიც ძალიან მოდურ რესტორანში შედის და თავადვე ჰყვება იქ მიღებულ მთლიან გამოცდილებაზე. ოფიციანტი აღწერს შეკვეთილი კერძის განსაკუთრებულობას, რომ მოდური ბოსტნეულისა და ასეთივე სოუსებისგან მზადდება. როგორც კი შეკვეთა მოვა, ედ შირანი მიხვდება, რომ კერძს რაღაც აკლია და მგონი, თქვენ ძალიან კარგად მიხვდებით, რა შეიძლება, ამ შემთხვევაში კერძს აკლდეს?!

გარდა რეკლამისა, შირანს უკვე საკუთარი ბოთლიც აქვს, რომელიც ‘Edchup’ იარლიყით გამოდის.

 

განხილვა