საინტერესოა, როგორ შეხვდება სამყარო 2117 წელს? ისევ აღნიშნავს კაცობრიობა 31 დეკემბერს ოჯახურ, თბილ გარემოში, თუ რობოტები გაბატონდებიან დედამიწაზე და ადამიანები, დინოზავრების მსგავსად, “გადაშენდებიან”? EDEKA-მ სწორედ მსგავსი ფანტასტიკის ჟანრის საახალწლო ვიდეორგოლი შემოგვთავაზა, რომელიც მისთვის სააგენტო Jung von Matt-მა გადაიღო. მართალია, ახლა რობოტები მშვიდობისმოყვარეები და საინტერესოები გვგონია თუმცა, როგორც ვიდეოდან ჩანს, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით არის ასე, მანამ სანამ ცოტანი და მართვადი არიან. მიუხედავად ამისა, ყველგან ხდება სასწაული მით უმეტეს, როდესაც საქმე ასეთ დღესასწაულს ეხება.