რასიზმი, თემა, რომელზეც ძალიან ბევრს საუბრობენ, დავობენ, მაგრამ მაინც მოუგვარებელ პრობლემად რჩება. ამ საკითხთან დაკავშირებით, Edeka-მ ძალიან საინტერესო კამპანია განახორციელა. ჰამბურგის ცენტრში განთავსებულ ბრენდის მაღაზიაში, საყიდლებზე მისულ მომხმარებელს თაროები და დახლები, ფაქტობრივად, მთლიანად დაცარიელებული დახვდათ. როგორც აღმოჩნდა, კომპანიამ გადაწყვიტა, ნათლად ეჩვენებინა, რა მდგომარეობაში იქნება პროდუქციის არჩევანი უცხო ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის გარეშე. უშველებელ სუპერმარკეტში მხოლოდ რამდენიმე სახეობის გერმანული ნაწარმი ელაგა. ამასთან, დახლებს საინტერესო წარწერებიც ამშვენებდა “So empty is a shelf without foreigners“ („უცხოელების გარეშე თაროები ცარიელია“),“This shelf is quite boring without variety“ (ეს თარო საკმაოდ მოსაწყენია მრავალფეროვნების გარეშე“). ამ გზით Edeka-ს საზოგადოებაში რასიზმის მიმართ ცნობიერების ამაღლება სურდა.




















