ამერიკამ 46-ე პრეზიდენტი აირჩია. დონალდ ტრამპი, არჩევნებში, დამარცხდა. სახელმწიფოს უკვე ყოფილ მეთაურს კუბელ-ამერიკელმა არტისტმა ედელ როდრიგეზმა რამდენიმე კარიკატურული პოსტერი მიუძღვანა. „ეს არის, რაც არის“, „გათავისუფლებული ხარ“, „ნაგვის წაღება არ დაგავიწყდეს“ – ამ გზავნილებით „გააცილა“ მან ქვეყნის 45-ე პრეზიდენტი.














