in

ედგარ დეგას „ბალერინას“ ჰოლოგრამა მსოფლიოში მოგზაურობს

გასულ კვირას ედგარ დეგას მიერ შესრულებული ქანდაკების ჰოლოგრამა კრისტის აუქციონის ოფისებს ეწვია, სან-ფრანცისკოსა და ჰონკონგში. 40-დიუმიანი ბრინჯაოს ბალერინას ჰოლოგრამა მაცივრის ზომის განათებული ყუთითაა წარმოდგენილი.

„ჰოლოგრამა უზრუნველყოფს რეალისტურ ციფრულ ასლს, რომელიც სამ განზომილებაშია გამოსახული, განსხვავებით ბრტყელი ციფრული ეკრანებისა, როგორიცაა ტელევიზორები ან კომპიუტერის მონიტორები. აღნიშნული ნიმუში იმერსიულ და ინტერაქციულ გამოცდილებას უზრუნველყოფს“, — განმარტავს კრისტის ციფრული მრჩეველი დევანგ თაკარი.

დეგას ნამდვილი ქანდაკება 20-30 მილიონ დოლარად არის შეფასებული. მისი ჰოლოგრამული დემონსტრირებისთვის გამოყენებული მოწყობილობები კი Proto-ს, ლოს ანჯელესში დაფუძნებულ სტარტაპს ეკუთვნის. ეს უკანასკნელი ავითარებს პროდუქტებს, რომლებიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, 3D სურათები შეხვედრებზე ან ლექციებზე გააზიარონ.

მართალია, იდეის ავტორები კიდევ ერთ ასეთ ჰოლოგრამული ნამუშევრის წარდგენას ჯერჯერობით არ აანონსებენ, მაგრამ ფაქტია, ხელოვნების ციფრულ ისტორიაში რაღაც ახალი დაიწყო… სხვადასხვა ხელოვანის მიერ შესრულებული ნამუშევრების ჰოლოგრამული ასლების გამოფენა ბევრ პრობლემას მოაგვარებს — მათ შორის, ტრანსპორტირების, დროის მენეჯმენტის, თუ როდის რომელ მუზეუმში უნდა იყოს გამოფენილი და, რა თქმა უნდა, თანხის.

შესაძლოა, Burger King-ის ვუპერი უკვე გამოყენებული კონტეინერიდან მიირთვათ

მეცნიერებმა ტრანსგენდერი მამაკაცებისგან კვერცხუჯრედის აღება და განაყოფიერება შეძლეს