in

ჭიქა, რომლის მოხმარების შემდეგ, მისი ჭამა შეგიძლიათ

ლუდის მწარმოებელმა, Asahi Breweries საკონდიტრო ნაწარმის კომპანია Marushige-თან კოლაბორაციის შედეგად საკვები ჭიქების სერია შექმნა, რომელიც პლასტიკური ნარჩენების შემცირებას ემსახურება.

ჭიქები იქმნება კარტოფილის სახამებლის მაღალ ტემპერატურასა და წნევაზე გამოცხობის შედეგად. ის მდგრადია წყლის დასაკავებლად. აღნიშნული ჭიქები სამ ზომაშია მოცემული და ოთხნაირი ტიპისაა: არომატის გარეშე, კრევეტებისა და ბრინჯის არომატით, შოკოლადის არომატითა და და კაკლის არომატით.

სასმლის დალევის შემდეგ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ეკოლოგიური ჭიქები. კომპანიის აზრით, ჭიქები არ არის მხოლოდ ჭურჭელი, არამედ ისინი ასევე შეიძლება იყვნენ კერძის ნაწილიც.

Facebook ქმნის მოწყობილობას, რომელიც ნერვულ სიგნალს ციფრულ ბრძანებად გარდაქმნის

Polaroid-ის 3D საბეჭდი კალამი, რომელიც რეალურ კანფეტებს ბეჭდავს