შეიძლება საკმაოდ წარმატებული კომპანია დაარსო. მისი დაარსების თარიღი ყველა თანამშრომელმა და მომხმარებელმა ზეპირად იცოდეს, მაგრამ დაგავიწყდეს ან ყურადღება არც მიაქციო იმას, რომ შენი კომპანიის დაარსების პერიოდში სხვა მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენებიც იყო.
თუ ისტორია ხელს შეგიწყობთ და სარეკლამო კამპანიას შესაბამისად წარმართავთ, შეიძლება ისეთი ორი დეტალი როგორიცაა ედისონის ფონოგრაფი და ლუდი ერთმანეთს “მომგებიანად” დაუკავშიროთ.
ლუდსახარში Beck’s დაახლოებით იმ დროს შეიქმნა, როდესაც ედისონმა ფონოგრაფი გამოიგონა. პირველ ფონოგრაფს მრგვალი ფორმა ჰქონდა, დაახლოებით ისეთი, როგორიც ლუდის ბოთლს. Beck’s-მა ეს ორი ფაქტი ერთმანეთს შეუერთა და ახალი ლუდის ბოთლი, ანუ “ედისონის ბოთლი” (Edison Bottle) გამოუშვა, რომლითაც დაკვრა შეიძლება.