in ,

როგორ იქმნება პლატები საქართველოში, ანუ როგორ განვახორციელოთ ტექნოლოგიური იდეა

თუ სხვადასხვა მოწყობილობის დაშლა და თვალიერება თქვენი ჰობი არაა, ალბათ, თვალი მაინც მოგიკრავთ მწვანე და ბრტყელი დაფებისთვის, რომლებიც ნებისმიერი მოწყობილობის სიღრმეში გვხვდება. ტელევიზორი, კომპიუტერი, სმარტფონი, პულტი თუ სათამაშო მანქანა, რომელიც დისტანციურად იმართება სწორედ ამ სქემის – პლატას წყალობით ფუნქციონირებს. ცოტას თუ წარმოუდგენია, როგორ იქმნება და პროგრამდება ასეთი პლატები, თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ მათ გარეშე არც ერთი ტექნოლოგიური პროდუქტის წარმოება და მოხმარება არ ხდება.

ტექნოლოგიური პროდუქტის შექმნა რომ მოგინდეთ, ამისთვის ჯერ პლატა უნდა შექმნათ. თუმცა, როგორ უნდა შევძლოთ ეს საქართველოში? როგორ უნდა აქციოთ ინოვაციური იდეა რეალურ პროდუქტად, თუ პლატის შესაქმნელად ჩინეთში უნდა წახვიდეთ? ელექტრული ბეჭდური პლატების დამზადება, ძირითადად, ჩინეთში ხდება. თუმცა, ძალიან ცოტამ თუ იცის რომ ეს უკვე საქართველოშიც შესაძლებელია.

პრაქტიკულად, ჩვენ ვართ პირველი კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარს სთავაზობს მათ ბიზნეს პროცესებზე და ფუნქციონალზე მორგებული პლატის დიზაინის შექმნას, საწყის ეტაპზე პროტოტიპირებას, ხოლო შემდეგ წარმოებაზე გასვლას“, – გვიყვება გივი ბერიძე, Edison-ის თანადამფუძნებელი.

გივი ბერიძე

Edison.ge -ს გუნდი საქართველოში ნებისმიერი სირთულის (ფუნქციონალის) პლატის დიზაინის შემუშავებას, შემდგომ კი, წარმოებასაც ხდის შესაძლებელს. შესაბამისად კი, ჩნდება შანსი, ადგილობრივ ბაზარზე, შედარებით დაბალ ფასად შეიქმნას ტექნოლოგიური პროდუქტები. როგორია პლატის დამზადების პროცესი?

ჩვენთან ბევრი ტიპის ბიზნესი მოდის, სხვადასხვა ტექნოლოგიური იდეით. ეს შესაძლოა იყოს ქარხნები, სამშენებლო კომპანიები, ბანკები, კრეატიული სააგენტოები და ა.შ. მათ ყველას დიფერენცირებული ბიზნეს პროცესები აქვთ და სურთ მათზე მორგებული ჭკვიანი სისტემის დამზადება. შეხვედრის პროცესში იწერება დაახლოებითი მონახაზი, თუ რა ბიზნეს პროცესები უნდა გადაჭრას ჭკვიანმა მოწყობილობამ, რის შემდეგაც ტექნიკური გუნდი ამას ტექნოლოგიურ ენაზე თარგმნის და საბოლოო ჯამში, ჩვენი ინჟინრები ხაზავენ პლატის დიზაინს. როდესაც პლატის დიზაინი ფინალურ ეტაპს გაივლის, ხდება მისი პროტიტიპირება ჩვენს ლაბორატორიაში, CNC დანადგარებზე და შემდეგ, მასზე ელექტრონული კომპონენტების დარჩილვა. ამ დროისთვის, ეს პლატა უკვე გამოსადეგია და შესაძლებელია დამონტაჟდეს ნებისმიერ ადგილას, თუმცა, მასობრივი წარმოების საჭიროების შემთხვევაში, საზღვარგარეთ, პარტნიორ კომპანიებში ვამზადებთ და იქიდან ჩამოგვაქვს, ჩვენი დიზაინის მიხედვით“.

Edison-ის მიერ შექმნილი პლატები უკვე მუშაობს გელათის მონიტორინგის სისტემაზე, სხვადასხვა ქარხნის (პურის, ალკოჰოლის, ქაღალდის, ხორცის) ავტომატიზებისთვის, მაინერების ფერმებში, ლიფტებსა თუ სათამაშო ოთახებში. აღნიშნული ინტელექტუალური რესურსის გამოყენება მნიშვნელოვანია ადგილობრივი ბაზრის განვითარებისთვის. „ამ რესურსით ჩვენი ქვეყანა ტექნოლოგიური და ეკონომიკური მიმართულებით ძალიან დიდი ნაბიჯების გადადგმას შეძლებს, რადგან აქამდე რასაც უცხოეთში ვამზადებდით, შესაძლებელი იქნება საქართველოში შევქმნათ და ჩვენ გავყიდოთ სხვა ქვეყნებში“, – ამბობენ „ედისონში“.

Reebok-ის სპორტივით მოულოდნელი რეკლამა

„საბკულტურას“ ვიდეორგოლის „პირველად ნახვის ბედნიერება“