16
Dec
2019

ციფრული ხელსაწყო/თამაში ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციისთვის

16 Dec 2019

veon
veon


ტექნოლოგიების ინტეგრირება მედიცინაში, დღეისათვის, საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს. ავსტრალიაში, RMIT University-ს მეცნიერებმა შექმნეს პროგრამა, რომელიც ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესს უწინდელისგან რადიკალურად განსხვავებულს ხდის. პროგრამა სახელად EDNA არის ციფრული ხელსაწყო და ეხმარება ტვინის ოპერაციაგადატანილ პაციენტებს რეაბილიტაციაში.

EDNA მოიცავს თერაპიულ თამაშებს, რომლებით ვარჯიშიც პაციენტს სენსორულ ეკრანზე შეუძლია. როგორც უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ სტატიაში ვკითხულობთ, EDNA-ს სატესტო პროგრამაში ჩართულ პაციენტების რეაბილიტაციის პროცესი, ანუ ტვინის ნეირონული აქტივობის სრულად აღდგენის მცდელობა, ორ-სამჯერ წარმატებით მიმდინარეობს, ვიდრე ტრადიციული რეაბილიტაციის პირობებში მყოფი პაციენტების შემთხვევაში ხდება.

განხილვა