Roots Run Deep-მა და CF Napa-მ თანამშრომლობა დაიწყეს, რათა Educated Guess-ის ბრენდის რედიზაინზე ემუშავათ. კომპანიის თქმით, არსებული ბრენდის შეფუთვა, სხვა ღვინის ბრენდების გვერდით მოთავსებისას, დაბნეულობას იწვევდა, ამიტომ, ახლა ამოცანა განსხვავებული დიზაინის შექმნა იყო. იგი საფასო კატეგორიის შესაბამისიც უნდა ყოფილიყო და ღვინის გამორჩეული ხარისხისაც. ამიტომ, დიზაინერებს ყოვლისმომცველ პროცესში ჩართვა მოუწიათ.
ბრენდის სახელი და სხვა ვინტაჟური დეტალები სტრატეგიულად ეტიკეტის ცენტრში მოათავსეს, რითაც მომხმარებლებს ღვინის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს. ამასთან, ეტიკეტზე არსებული ღვინის საკულტო ფორმულებიც გამარტივდა და წარწერებს ჩამოშორდა. დიზაინერების თქმით, ასე პრემიუმ აღქმა შეიქმნა, რაც ღვინის მაღალ ხარისხს ეხმიანებოდა… თუმცა იმისათვის, რომ მომხმარებლებს მათთვის საყვარელი ღვინო ამოეცნოთ, ძველი ფერები შეინარჩუნეს.
Educated Guess-ის რედიზაინზე CF Napa Brand Design-ის სააგენტომ იმუშავა: