27-28 მაისს, საგამოფენო ცენტრი „ექსპოჯორჯია“ განათლების საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს. ღონისძიება მათი ორგანიზებით, უკვე მეთერთმეტედ იმართება, თუმცა, წელს, „ონლაინ“ ფორმატში ტარდება, ვებგვერდზე – educationfair.ge.
„200-მდე სასწავლებელი 16 ქვეყნიდან, ახალი სასწავლო პროგრამები, სტიპენდიები, გაცვლითი პროგრამები, სემინარები და თემატური ღონისძიებები – ეს იმ სიის არასრული ჩამონათვალია, რაც განათლების გამოფენაზე გელოდებათ“.
გამოფენაზე დასწრება შეუძლიათ აბიტურიენტებსა და მაღალი კლასის მოსწავლეებს, მათ ვინც დაინტერესებულია საზღვარგარეთ ან საქართველოში სწავლით, ან სურს ახალი ენის შესწავლა.
„თუ ეძებ სტიპენდიას ან გაცვლით პროგრამებს, გაინტერესებს უმაღლეს ან პროფესიულ სასწავლებელში სწავლა; საინტერესო სპიკერების მოსმენა ან, უბრალოდ პროფესიის შეცვლას გეგმავ, გამოფენა გაძლევს შანსს, პირადად გაეცნო შენთვის საინტერესო სასწავლებლების წარმომადგენლებს და სახლიდან გაუსვლელად, ნებისმიერი მოწყობილობის საშუალებით, დაგეგმო მათთან შეხვედრები – მიიღო პასუხი შენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე“.
გამოფენაში მონაწილეობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. გამოფენის სამუშაო საათებია: 11:00-19:00.
- გაეცანი მონაწილე უნივერსიტეტების ჩამონათვალს, ამოარჩიე შენთვის საინტერესო სასწავლებლები და ჩაინიშნე მათი პრეზენტაციების და კითხვა-პასუხის სესიების საათები
- მოამზადე მონაწილეებისთვის დასასმელი შეკითხვები და შეუერთდი კითხვა-პასუხის სესიებს უშუალოდ უნივერსიტეტის წარმომადგენელთან
- დაათვალიერე „თემატური ოთახები“, სადაც შეგიძლია, ბევრი საინტერესო თემის გარშემო დაგეგმილ პრეზენტაციას და დისკუსიას შეუერთდე
- თუ ხარ აბიტურიენტი და წინ ეროვნული გამოცდები გაქვს არ გამოტოვო მთავარ სივრცეში გამოცდების ცენტრის წარმომადგენლის პრეზენტაცია
- თვალყური ადევნე გამოფენის პარალელური ღონისძიებების პროგრამას სადაც ყოველდღიურად ემატება ძალიან საინტერესო სპიკერების და პრეზენტაციების ჩამონათვალი
გამოფენის წარმდგენია „კინგსი“, ღონისძიების პარტნიორები არიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, UNDP, „საქართველოს ბანკი“.
[R]














