რამდენიმე თვის წინ ქართველების დაფუძნებულმა ბრიტანულმა საგანმანათლებლო პლატფორმამ Edumentors.co.uk საერთაშორისო ინვესტორების ნდობა მოიპოვა და საინვესტიციო რაუნდი წარმატებით დახურა. კომპანია ინვესტორების მიერ 5 მილიონ დოლარზე მეტად შეფასდა და ჯაში 650,000 დოლარზე მეტი მოიზიდა. ინვესტორებს შორის არიან წარმატებული ანტრეპრენერები, დაექსითებული დამფუძნებლები და სეზონური ანგელოზ-ინვესტორები. მათი მხარდაჭერით, Edumentors საერთაშორისო ბაზარზე განათლების სფეროში ცვლილების შეტანას და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ინოვაციას გააგრძელებს.
Edumentors-ის დამფუძნებლებს თორნიკე ასათიანს და ნინო დვალიძეს სჯერათ, რომ ტრადიციული სასკოლო სისტემა მოძველებულია, აკლია პერსონალიზება და უგულებელყოფს თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურობას. შედეგად, მსოფლიოში მილიონობით ბავშვი არის დემოტივირებული, სასკოლო კურიკულუმს ჩამორჩენილი და დაკარგული აქვს სწავლის ხალისი.
ამ პრობლემის გადასაჭრელად, Edumentors-მა შექმნა პლატფორმა, რომელიც მშობლებს აკავშირებს „ედუ-მენტორებთან“ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან — მათ შორისაა კემბრიჯი, ოქსფორდი და სხვა. წარმატებული ახალგაზრდა მენტორები ბავშვებისთვის როლური მოდელები არიან, ლაპარაკობენ ერთ ენაზე და საკუთარი მაგალითით შეუძლიათ, სწავლა გახადონ საინტერესო და სასიამოვნო. საგულისხმოა, რომ დღეისათვის კომპანიას მომხმარებლები უკვე 14 ქვეყანაში ჰყავს.
Edumentors-მა უკვე დანერგა Generative AI ტექნოლოგია, რომლის დახმარებითაც, მოსწავლეებს შეუძლიათ საგამოცდო ნაშრომზე პერსონალიზებული შეფასებისა და რეკომენდაციების მომენტალურად მიღება. ინვესტიციის მოძიების შემდეგ კომპანია განაგრძობს მომხმარებლების ზრდას და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით საერთაშორისო საგანმანათლებლო ბაზარზე ინოვაციას.
[R]