in

დღეს ედვარდ მუნკის ახალი მუზეუმი კოკა ნიკოლაძის მუსიკალური ნაწარმოებით გაიხსნება!

სამეფო წყვილი კოკას მიერ დამზადებულ სიმბოლურ ლენტს გადაჭრის

დღევანდელი თარიღი, 22 ოქტომბერი, ხელოვნების ისტორიაში ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელია – დღეს ოსლოში ნორვეგიელი ფერმწერისა და გრაფიკოსის, ედვარდ მუნკის ახალი მუზეუმი იხსნება!

ეს ყველაფერი არ არის – ოფიციალური გახსნისას პირველი ნაწარმოები, რომელიც მთავარ სცენაზე შესრულდება, ქართველ არტისტს, კოკა ნიკოლაძეს ეკუთვნის. ახალი ნამუშევარი ერთგვარ ტალღისებურ ეფექტს შექმნის, მისი ჟღერადობა ქალაქისა და ფიორდის ტერიტორიაზე გაჟღერდება. თანაც, კომპოზიტორი ნაწარმოებს თავისივე შექმნილ ინსტრუმენტებსა და სხვადასხვა სინთეზატორზე შეასრულებს.

ამასთანავე, სამეფო წყვილი კოკას მიერ დამზადებულ სიმბოლურ ლენტს გადაჭრის, რის შემდეგაც დამსწრეებს ნაწარმოების მოსმენის შესაძლებლობა და მუნკის ნამუშევრების დათვალიერება შეეძლებათ…

მუზეუმი ნორვეგიის დროით 17:00 საათზე გაიხსნება და შესაბამისი ცერემონია 23:00 საათამდე გაგრძელდება. როგორც მუზეუმის წარმომადგენლები გვპირდებიან, საღამო სავსე იქნება გასაოცარი წარმოდგენებითა და სიურპრიზებით…

საგულისხმოა, რომ მუნკის ახალი მუზეუმი რამდენიმე წლის განმავლობაში შენდებოდა და მისი ღირებულება 2.7 მილიარდ ნორვეგიულ კრონს შეადგენს.

MUA – Architecture & Placemaking-ის მართვის ახალი მოდელი და ასოცირებული პარტნიორები

“კერხერმა” დასუფთავების თანამშრომლების მადლიერების დღე აღნიშნა