in

EE-ს კომიქსი ბავშვებს ტელეფონის უსაფრთხოდ გამოყენებას ასწავლის

EE-ს კვლევის თანახმად, მშობლების 60% წუხს იმის გამო, რომ მათმა შვილებმა არ იციან, როგორ დაიცვან თავი ტელეფონის გამოყენებისას. 55% კი იმასაც აღიარებს, რომ ვერ ახერხებენ იმ ონლაინ კონტენტის კონტროლს, რომელსაც შვილები უყურებენ… სწორედ ამიტომ, მობილური ოპერატორი EE ამაღლებს ცნობიერებას იმ პოტენციური საფრთხის შესახებ, რომელშიც ბავშვები ტელეფონის გამოყენებით შეიძლება აღმოჩნდნენ. რჩევებსა და გაფრთხილებებს კი არა პირდაპირი მითითებებით, არამედ ტრადიციული კომიქსით გადმოგვცემენ.

Pitch-ის მიერ შექმნილ The Beano-ს სპეციალურ გამოცემაში გულშემატკივრებისთვის საყვარელი პერსონაჟები Dennis the Menace და Minnie the Minx არიან ნაჩვენები. ისინი პირველი მობილურის ქონის პოტენციურ საფრთხეებს გადმოგვცემენ, დაწყებული უსაფრთხოების საკითხებიდან, დამთავრებული სოციალური მედიის საფრთხეებით. 

როგორც ორი შვილის მშობელმა, ვიცი, რამდენად აღმაფრთოვანებელია ახალი ტელეფონი ბავშვისთვის, თუმცა ისიც მაწუხებს, რომ მათ ონლაინ სამყაროში ყველაფერზე წვდომის უფლებას ვაძლევ. ამიტომ, ძალიან კარგია, რჩევების გაზიარება ჩემი ბავშვობის Beano-ს პერსონაჟების გამოყენებით რომ გახდა შესაძლებელი, — აცხადებს ვიქტორია ჯონსონი, BT Group-ის წარმომადგენელი.

 

Pitch-ის PR-ის ხელმძღვანელი ლუსი ჰაჩინსონი კი გვეუბნება: Beano-სთან მუშაობამ საშუალება მოგვცა, მარტივი გზით გამოგვეკვლია სხვადასხვა ონლაინ გამოწვევა, მკაფიო და მნიშვნელოვანი შეტყობინებებით. კონტექსტუალიზაციას უკეთებს მშობლების შიშებს და აჩვენებს, როგორ შეუძლია EE PhoneSmart-ს თქვენი დახმარება.

საყიდლების ციფრული ველი, ამაზონის გამოცდილება და მოკლე დროში მოპოვებული კმაყოფილი მომხმარებელი Veli.Store-ში

Paradise Island — მენტალური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად შექმნილი თამაში