მარკეტერი ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ ელიტ ელექტრონიქსის ახალ ვიდეო რეკლამას, რომელიც სპეციალურად ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის გადაიღეს.
“გაიმარტივე ცხოვრება, დაიტოვე მეტი დრო გართობისათვის” ჩვენ ვითვალისწინებთ მოსწავლეთა და სტუდენთა მოთხოვნილებებს და სწორედ ამიტომ მათთვის ხელმისაწვდომს ვხდით უახლეს ტექნიკას, რომელთა დახმარებითაც მათ საშუალება ექნებათ გაიმარტივონ სასწავლო პროცესი, კომუნიკაცია და რა თქმა უნდა, მიიღონ სასურველი განათლება სწრაფად და მარტივად.” – აცხადებენ კომპანიაში.
სარეკლამო კრეატიული კონცეფცია და შესრულება ეკუთვნის ზებრა სტუდიოს.