in

როგორ გაჩნდა “ფასდაკლება შენს ხელში”

“ელიტ ელექტრონიქსმა” ფასდაკლების უცნაური სისტემა შექმნა და  მომხმარებელი სათამაშოდ მიიწვია. ნებისმიერი ნივთის შეძენისას მყიდველმა უნდა გააგოროს კამათელი, ფასდაკლებას ამოსული ორი რიცხვის შესაბამისად მიიღებს. ორი ექვსიანის შემთხვევაში მომხმარებელს მეორედ გაგორების უფლება ეძლევა, 12%-იან ფასდაკლებას ამ რიცხვების ჯამიც ემატება.

ეს არის კამპანიის ვიდეო რომელიც  Massive Projects-მა მოამზადა.

“ამ ახალი კამპანიისთვის გვინდოდა “გემბლინგის” თემა აგვეღო. აზარტთან, თამაშთან რომ ყოფილიყო ასოცირებული. ნოკა ბაინდურაშვილივფიქრობდით რაიმე არასტანდარტულ შეთავაზებაზე. 0% -იანი ფასდაკლება თითქმის არც ითვლება უკვე დღეს, ამას ყველა სთავაზობს მომხმარებელს, მათ შორის ჩვენი კონკურენტებიც.

ამიტომ გადავწყვიტეთ კრეატიული და ორიგინალური ფორმით მიგვეწოდებინა მომხარებლისთვის ჩვენი კამპანია”- ამბობს “ელიტ ელექტრონიქსის” პიარ მენეჯერი ნოკა ბაინდურაშვილი.

“ელიტ ელექტრონიქსში” ამბობენ, რომ ამ აქციით გაყიდვებმა იმატა, თუმცა, კონკრეტული სტატისტიკა, თვის ბოლოდან, აქციის დასრულების შემდეგ ექნებათ. “ფასდაკლება თქვენს ხელშია” კი თავდაპირველად გაყიდვების მატებაზე მეტად, ლოიალობის აქციის სახით იყო ჩაფიქრებული.

ნოკა ბაინდურაშვილის თქმით, ამ აზარტული თამაშით უფრო მეტად მამაკაცები ინტერესდებიან. საერთოდ, კი წარმატებულად მიიჩნევს , რადგან მომხარებელს ყველა ნივთზე შეუძლია თავად განსაზღვროს ფასდაკლების ოდენობა და თუნდაც კომპიუტერის კლავიატურის ყიდვისას მიიღოს “მოგებული” ფასდაკლება.

ელიტ ელექტრონიქსი კამათლები

მარკეტერებო კომენტარში შეაფასეთ კამპანია

7 მარტივი წესი მსმენელის წინაშე საინტერესოდ გამოსვლისთვის

ყველაზე თამამი ქართული რადიო რეკლამა