სექტემბრიდან ყველასთვის კარგად ნაცნობი ბრენდი ელიტ ელექტრონიქსი ახალი ბრენდინგით წარდგა საზოგადოების წინაშე. ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რასაც მაშინვე შეამჩნევდით, ლოგოდან ამოღებული სიტყვა – „ელექტრონიქსია“.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ეს მათი სტრატეგიული ნაბიჯია.
„ეს ცვლილება ჩვენს ხედვას ზუსტად გამოხატავს. ელიტში მომხმარებელს შეუძლია, ნახოს ყველაფერი, რაც სახლისთვის სჭირდება. ტექნიკასთან ერთად განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ავეჯის მიმართულებას“, – აცხადებს ელიტის დირექტორი ლადო ჯობავა.
„ელიტის მთელი გუნდი მზად ვართ, რომ ვიყოთ სანდო მრჩეველი და კურატორი საყოფაცხოვრებო, ციფრულ, აიტი ტექნიკისა და ავეჯის სამყაროში. მთავარი, რასაც გვინდა, რომ ჩვენთან ურთიერთობისას მომხმარებლები გრძნობდნენ, არის სიმშვიდე. სიმშვიდე გამოწვეული სწორი და გრძელვადიანი გადაწყვეტილებებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის გამოცდილებაზე ორიენტირებული მიდგომა დაწყებული შთაგონების ეტაპით, დამთავრებული ნივთის შეძენის შემდგომი მომსახურებით“, – ლადო ჯობავა.
ელიტის ვიზუალური განახლება ეტაპობრივად შეეხება ყველა ფილიალს.
[პარტნიორის კონტენტი]













