21
Sep
2018

პირველი რებრენდინგი 23 წლის მანძილზე! – Elit Electronics-ში ცვლილებებია!

21 Sep 2018

ბაზარზე ოპერირების 23 წლის განმავლობაში პირველად, ელიტ ელექტრონიქსმა, სააგენტო HOLMES & WATSON-თან თანამშრომლობით, რებრენდინგი განახორციელა. რესთაილინგის ფარგლებში, დაიხვეწა ლოგო და შეიქმნა ვიზუალური იდენტობის მთლიანი სისტემა, კომპანია უფრო მეტად ახალგაზრდულ სეგმენტზე პოზიციონირდა და პროგრესული მიმართულების გამოსახატად, ახალი საკომუნიკაციო გზავნილი აირჩია: “იყურე წინ”. რას უკავშირდება რებრენდინგი და რა სიახლეებს მოუტანს, როგორც კომპანიას, ასევე მომხმარებლებს, ელიტ ელექტრონიქსის მარკეტინგის და გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელისგან, სალომე გოზალიშვილისგან, შევიტყვეთ.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

M: რამ განაპირობა ცვლილებების საჭიროება?

ელიტ ელექტრონიქსი უკვე 23 წელია, რაც ბაზარზეა. ამ დროის განმავლობაში, კომპანიამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. გაფართოვდა მაღაზიათა ქსელი. შეიქმნა და დაინერგა ახალი კონცეფციის მაღაზიები, გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი არაერთ წამყვან ბრენდთან, რომელთა ოფიციალური წარმომადგენელიც ელიტ ელექტრონიქსი გახდა საქართველოში. მაღაზიებში გაიზარდა კატეგორიების ჩამონათვალიც. შესაბამისად, ამდენმა ცვლილებამ განაპირობა ბრენდის და სტრატეგიული პლატფორმის რეპოზიციონირება და სახეცვლილება.

 

M: რა შეიცვალა EE-ის რესთაილინგის ფარგლებში?

პირველ რიგში გაიწერა სტრატეგიული პლატფორმა, რომელზეც სარეკლამო სააგენტო HOLMES & WATSON-თან ერთად ვიმუშავეთ. ამის მიხედვით, შეიცვალა ლოგოს ვიზუალი. ლოგოს ცვლილება არაფერია, თუ მას არ აქვს სწორი ბექგრაუნდი. წლების განმავლობაში, საკომუნიკაციო სტრატეგია იხვეწებოდა, ცვლილებებიდან გამომდინარე კი ბრენდი უფრო გაახალგაზრდავდა მიზნობრივი სეგმენტის ასაკობრივმა ჯგუფმაც დაიწია.

ბოლო დროს განთავსებულ სარეკლამო რგოლებში და სხვა სარეკლამო მასალაში უკვე შესამჩნევი გახდა, რომ ბრენდი უფრო მეტად ახალგაზრდავდება, შესაბამისად, ელიტ ელექტრონიქსის ლოგოში შევიდა გრაფიკული ფორმები, რომელიც დიზაინის თანამედროვე ტრენდებს ეხმიანება და რაც ყველაზე მთავარია, ტიპოგრაფიის ერთი ნაწილი “ELIT” მეორე ნახევართან “ELECTRONICS”-თან შედარებით, მონუმენტური გახდა, რადგან ბრენდი მთავარ აქცენტს საკუთარი პროდუქციისა და სერვისის ექსკლუზიურობაზე აკეთებს.

M: რესთაილინგი სამიზნე სეგმენტის ცვლილებას/გაფართოებას ხომ არ მოასწავებს?

ელიტ ელექტრონიქსი ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დიდი სავაჭრო ქსელით არის წარმოდგენილი, ამასთანავე პროდუქციის ასორტიმენტიც ყველაზე ფართო გვაქვს. მიმდინარე ეტაპზე, გაფართოება არ იგეგმება თუმცა, სხვა მიმართულებით ბევრი ახალი პროექტია დაგეგმილი, რომელიც მომხარებელისთვის კიდევ მეტი კომფორტის შექმნაზეა ორიენტირებული და ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს სრულად პასუხობს. ჩვენ დღეს ყველაზე ხელმისაწვდომები ვართ მომხმარებლისთვის, როგორც გეოგრაფიულად, ასევე საფასო მიმართულებით.

M: თქვენ თქვით, რომ სიახლეა კომუნიკაციის სტრატეგიაში – რას გულისხმობდით?

ელიტ ელექტრონიქსი არის ადგილი ყველა თაობისთვის, შესაბამისად გასულ წლებში კომუნიკაციის სტრატეგიაში თანამედროვე ტრენდებმა განაპირობა ის, რომ ელიტ ელექტრონიქსის ძირითადი საკომუნიკაციო არხი დღეს არამარტო ტელევიზია, არამედ დიჯითალ მედიაა. შესაბამისად, ახალი ლოგოს სტილისტიკაც ამ მედიაზეა მორგებულია.

M: რა მხრივ მოუტანს მომხმარებელს კომფორტს ეს განახლება?

ბრენდის მთავარი მიზანი არის საყოფაცხოვრებო დონის ამაღლება საქართველოს ბაზარზე. შესაბამისად, ჩვენი მთავარი ღირებულება არის წინსვლა პროგრესისკენ და განვითარებისკენ. ჩვენ გვჯერა, რომ განვითარებასა და წინსვლას ქმნიან ადამიანები და ინდივიდები, რომლებმაც დღეს ტექნოლოგიური განვითარება მოიტანეს. ელიტ ელექტრონიქსი კი ტექნოლოგიურ განვითარებასა და პროგრესს საქართველოში ხელმისაწვდომს ხდის. სწორედ აქედან გამომდინარე, ბრენდის მთავარი საკომუნიკაციო მესიჯია „იყურე წინ“.

M: რა მოლოდინი გაქვთ, როგორ აისახება რებრენდინგი კომპანიის იმიჯზე, მის სამომავლო გეგმებზე?

რებრენდინგი, ფაქტობრივად, იმ მიღწევების ილუსტრირებაა, რასაც ამ პერიოდში კომპანიამ უკვე მიაღწია. გასულ ორ ათწლეულში „ელიტ ელექტრონიქსმა“ მოქმედების არეალი შთამბეჭდავად გააფართოვა და დღეს უპირობო ბაზრის ლიდერია. რებრენდინგი კი ამ მიღწევების და უფრო დიდი მომავალი გეგმების ასახვაა.

[R]

განხილვა