in

EE აპლიკაციების გამოყენება მაშინაც შესაძლებელია, როცა ინტერნეტი იწურება

დიახ, სატელეკომუნიკაციო კომპანია EE-ს პარაშუტი ყოველთვის იხსნება…

კევინ ბეიკონი ქარიშხლიან ცაზე თავისუფალ ვარდნაშია და ამას თავისი მიზეზიც აქვს — ეს უბრალოდ skydiving არ არის, მას, მსგავსად, სატელეკომუნიკაციო კომპანია EE-ს უახლესი სატელეკომუნიკაციო შეტყობინების გადმოცემა სურს. დიახ, კევინის ვარდნა ინტერნეტის ამოწურვის მეტაფორად შეგიძლიათ ჩათვალოთ. პარაშუტის გახსნა კი ამტკიცებს, რომ EE-ს გამოყენებისას უკონტროლო პანიკის შეგრძნება არავის აქვს. 

ბრენდირებული პარაშუტის გახსნამდე იგი მომხმარებლებს ეუბნება, რომ სარეზერვო ინტერნწტის ქონა ისეთ აპლიკაციებზე, როგორებიცაა, WhatsApp და Maps, უსაფრთხოა, მაშინაც კი, როცა ინტერნეტის თვიურ რაოდენობას გადააჭარბებთ. 

ზუსტად ისე, როგორც კევინი ჩვენს ახალ კამპანიაში აჩვენებს, Stay Connected Data-ს დახმარებით მომხმარებლებმა თავი მშვიდად უნდა იგრძნონ, რადგან მათ შეუძლიათ შეუზღუდავი სარეზერვო ინტერნეტით დაკავშირებულნი დარჩნენ ყველაზე მნიშვნელოვან აპლიკაციებთან — იმ შემთხვევაში თუ მათი ინტერნეტი ოდესმე ამოიწურება. გამოდის, თუ თქვენი საყვარელი ადამიანისთვის შეტყობინების სწრაფად გაგზავნა გსურთ ან შემდეგი ლოკაციის პოვნა გინდათ Maps-ზე, EE დაგეხმარებათ, — ამბობს პიტ ჯივონსი, EE-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი. 

კონკრეტულ კამპანიაზე კი Saatchi & Saatchi London-ის სააგენტომ იმუშავა.

პიტერ კრაუჩი “American Beauty”-ით შთაგონებულ სარეკლამო რგოლში

მაიმუნი, რომელიც მონა ლიზას მოგაგონებთ — Future-ის ორიგინალური შეფუთვა