გაინტერესებთ, როგორ დაწეროთ მარტივად მარკეტინგული კონტენტი? ამ სტატიაში სწორედ ეფექტურ კონტენტზე გიამბობთ. ყველა წერს. მაშინაც კი, თუ თავს მწერლად არ თვლით, ალბათ იმაზე მეტს წერთ, ვიდრე გგონიათ. თუმცა, აუდიო და ვიდეო დომინირებს კონტენტ მარკეტინგის კუთხით. პოდკასტი და მოკლე ფორმის ვიდეო კონტენტი დიდ ყურადღებას იპყრობს ბრენდების, მარკეტერებისა და მომხმარებლების მხრიდან. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ წერა არარელევანტური ხდება. უპირველეს ყოვლისა, წერილობითი მარკეტინგული კონტენტი კვლავ მძლავრი გზაა თქვენი სამიზნე აუდიტორიის მომხმარებლებთან მისასვლელად. და მეორეც, მაშინაც კი, თუ ძირითადად სხვა მედიუმში მუშაობთ, წერა მაინც მნიშვნელოვანი ნაწილია თქვენთვის.
წერა ფუნდამენტურია მარკეტინგისთვის, რა სახის კონტენტზეც არ უნდა მუშაობდეთ. ყველა მარკეტერი მწერალია. მაგრამ ყველა მარკეტერი არ არის თავდაჯერებული, კრეატიული ან ორიგინალური მწერალი.
ეს ხშირად იმიტომ ხდება, რომ წერაზე ვნერვიულობთ. ჩვენ გადავდებთ ამას ბოლო წამამდე, ვნერვიულობთ ყოველი წინადადების გამო, ვიმეორებთ იმავე კლიშეებს. ბოლოს ვაქვეყნებთ, მაგრამ თავს კარგად მაინც არ ვგრძნობთ.
წერილობითი კონტენტის შექმნის სხვა გზაც არსებობს. ეს არის მეთოდი, რომელიც წერას უფრო მარტივს, მისაწვდომსა და სახალისოს ხდის. ის მკითხველს აყენებს თქვენი ტექსტის ცენტრში და გაძლევს უფლებას გამოაქვეყნო თავდაჯერებულად. ესაა Writing GPS Framework. ისევე, როგორც თქვენს მანქანაში არსებული GPS, ის დაგეხმარებათ შემდეგი წერილობითი შინაარსისკენ – იპოვით მალსახმობებს, თავიდან აიცილებთ ხალხმრავლობას და გახდის თქვენს მოგზაურობას უფრო სასიამოვნოს.
Writing GPS Framework შექმნილია იმისთვის, რომ გადაგიყვანოთ საწყისი იდეიდან კონტენტის სრულ ნაწილამდე. თქვენ უნდა მიაწოდოთ თქვენი საკუთარი იდეები, მაგრამ როგორც კი გაიგებთ, რაზე გსურთ დაწეროთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ GPS. როდესაც მარკეტერები ამბობენ, რომ სძულთ წერა, ისინი ჩვეულებრივ გულისხმობენ ამ ორიდან ერთს ან ორივეს: ისინი თავს დაუცველად გრძნობენ გრამატიკისა და მართლწერის სათანადოდ არცოდნის გამო და/ან არ იციან, როგორ შექმნან მაღალი ხარისხის კონტენტი, რომელიც შეესაბამება მათ იდეებს.
კარგი წერის საიდუმლო ისაა, რომ თქვენ რეალურად არ ხარჯავთ ამდენ დროს წერაში. ამის ნაცვლად, თუ დახარჯავთ დროს კვლევასა და დაგეგმვაში, აღმოაჩენთ, რომ შეგიძლიათ სწრაფად და მარტივად დაწეროთ.
განსაზღვრეთ თქვენი მიზანი
კონტენტის თითოეულ ცალკეულ ნაწილს ერთი ინდივიდუალური მიზანი უნდა ჰქონდეს. ეს შეიძლება იყოს ახალი ელ.ფოსტის აბონენტების მიღება, გაყიდვები, ვიდეოს ნახვების მიღება… ნებისმიერი სახის კონვერტაცია.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონტენტზე მხოლოდ ერთი მიზანი გქონდეთ. თუ თქვენ გაქვთ ერთზე მეტი, თქვენი ნაწერი და თქვენი მკითხველი დაბნეული იქნება.
მიიღეთ ეს მიზანი და დაწერეთ იგი გვერდის ზედა ნაწილში. ეს უნდა იყოს თქვენს გონებაში მთელი ამ პროცესის განმავლობაში.
რატომაა ზოგი კონტენტი მოსაწყენი? იმიტომ, რომ არასწორადაა დასმული აქცენტები. ეს მაშინ ხდება, როდესაც მომხმარებლების მაგივრად, კონტენტს მენეჯერისთვის ან დირექტორთა საბჭოსთვის ვქმნით. შემდეგი ნაბიჯი არის ამ ტიპის კონტენტის მიზნის შექმნა და მისი დანახვა მომხმარებლის პერსპექტივიდან. რა სარგებელი მოაქვს მათ? რატომ უნდა გადაიყვანონ ისინი ისე, როგორც თქვენ გინდათ?
დაამატეთ მონაცემები
აუცილებლად უნდა დაამატოთ გარკვეული გარე ვალიდაცია, რათა მომხმარებლებმა იგრძნონ, რომ ენდობიან თქვენს შეტყობინებას. ეს შეიძლება იყოს: სტატისტიკა, ფაქტები და ციფრები, ციტატები ინდუსტრიის ექსპერტებისგან, მიმოხილვები და ჩვენებები სხვა მომხმარებლებისგან.
ამ მონაცემების ახლა შეგროვება მოგვიანებით თქვენი წერის ორგანიზებაში დაგეხმარებათ. ეს უზრუნველყოფს, რომ თქვენი დამაჯერებლობა და მომხმარებელზე ფოკუსირება გამოჩნდება მანამ, სანამ სიტყვას დაწერთ.
იფიქრეთ იმაზე, თუ რა ფორმატს მიიღებს თქვენი ნაწერი. შიდაკორპორაციული წერილია თუ საჯარო სტატია? სხვა კონტენტს ავსებს თუ დამოუკიდებლად დგას? როგორ აუდიტორიას უნდა ესაუბროთ ამ კონტენტის საშუალებით?
დაიწყეთ წერა! და არაუშავს, თუ საწყისი ნაწერი საშიენლი იქნება – არათანმიმდევრული, უსარგებლო პირველი მონახაზი. პირველი მონახაზის მთელი მიზანი არის ის, რომ ცუდი იყოს. უბრალოდ, შეავსეთ გვერდი. ზოგიერთი ადამიანი, თავიდან, მხოლოდ პუნქტებს წერს, პირველი მონახაზისთვის. სხვებს მოსწონთ წერა ისე, თითქოს ხმამაღლა ლაპარაკობენ, ან თუნდაც ჩაწერენ ხოლმე საკუთარი საუბარს და შემდეგ, წერისას ალაგებენ.
გაალამაზეთ და დაარედაქტირეთ ნაწერი. ყველაზე მძიმე სამუშაო უკვე გავლილია. ქოფირაითერები პერფექციონისტები ვართ. ჩვენს ნაწერს საკუთარი პიროვნების ნაწილად აღვიქვამთ, ამიტომ გვიძნელდება მისი გასაჯაროება. ყოველთვის გახსოვდეთ: „გამოქვეყნებული უკეთესია, ვიდრე სრულყოფილი“. თუ ცდილობთ შექმნათ სრულყოფილი ნაწერი, თქვენ არასოდეს გამოაქვეყნებთ არაფერს.
წყარო: socialmediaexaminer