in

რა უნდა ვიცოდეთ პრეზენტაციის ეფექტურად მომზადების პროცესში?

დღესდღეობით, საკმაოდ აქტუალურია, როგორ წარვადგინოთ ესა თუ ის თემა ეფექტურად და რა ხერხები გამოვიყენოთ სასურველი შთაბეჭდილების მოსახდენად.

პრეზენტაცია საქმიანი ცხოვრების ერთ-ერთი ძირეული ნაწილია, ნებისმიერ ჩვენგანს თუნდაც ერთხელ მაინც მოუწევს სიტყვით გამოსვლა გარკვეული აუდიტორიის წინაშე. კონკრეტული მიზნით დაინტერესება და სათქმელის მსმენელამდე მიტანა გვიადვილდება წინასწარ სათანადო მომზადების შედეგად.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რაც გვეხმარება დასახული მიზნის მიღწევაში.

1. მიზანშეწონილია ვიცოდეთ ვინ არის ჩვენი მსმენელი: დავადგინოთ დამსწრეთა სავარაუდო რიცხვი, შემადგენლობა, განათლების დონე და საშუალო ასაკი.

2. პრეზენტაციის ხასიათიდან გამომდინარე დაგეგმვის პროცესში ვითვალისწინებთ ჩატარების ადგილს, დროს, მსმნენელთა ინტერესების სფეროს და ამის მიხედვით ვადგენთ მასალის გადმოცემის მანერას და შინაარს.

3. წინასწარ ვამზადებთ გამოსვლის ვრცელ და შემოკლებულ ვერსიას, რათა სიტუაციიდან გამომდინარე, აუდიტორიის დაინტერესების მიზნით, ან ვრცლად ვისაუბროთ ან უფრო კონკრეტულად ვთქვათ სათქმელი.

4. შინაარსზე მუშაობისას თავდაპირველად ვაყალიბებთ იდეას, რის გარშემოც ავაგებთ ძირითად თემას. გამოვყოფთ 2–3 საჭირო საკითხს, რასაც თემის გასაშლელად წარვადგენთ შესაბამისი პრიორიტეტის მიხედვით. ასევე ვითვალისწინებთ, რა რესურსები მოგვეპოვება დამხმარე თვალსაჩინოებისთვის.

5. ცხადია, მსმენელისთვის მნიშვნელოვანია რას ვამბობთ, თუმცა უფრო მეტად ის ყურადღებას აქცევს, თუ როგორ ვამბობთ ანუ რამდენად დამაჯერებლად ვსაუბრობთ. მრავალჯერადი გავარჯიშებით შეგვიძლია საუკეთესო უნარების გამომუშავება.

საინტერესო პრეზენტაციის მომზადებაში უპირველეს ყოვლისა, ნათლად უნდა განვსაზღვროთ საკუთარი შესაძლებლობები. რეკომენდირებულია, შევიმუშაოთ ინდივიდუალური სტილი და შევქმნათ ისეთი მიდგომა, რაც შესაფერი დროის და ადგილის გათვალისწინებით უკეთ წარმოგვაჩენს ჩვენც და შეხვედრის მიზანსაც.

 

მოამზადა მაკო ჯაოშვილმა

ჩვენი გმირები დაბრუნდნენ! რემბრანტი ცოცხალია!

Exclusive Interview with Annemie Ress