in

ლუდი „ეფესი“ დამცავი ფოლგით უკვე საქართველოშია

პროდუქციის ხარისხი და მომხმარებელზე ორიენტაცია ეს ის თვისებებია, რაც ლუდ „ეფესს“ მსოფლიო ბრენდად ქმნის. ამჯერად, ბრენდის მორიგი აქტივობა მომხმარებელზე კიდევ უფრო მეტ ზრუნვაში გამოიხატა. „ეფესი“ ახალი შეფუთვით –  დამცავი ფოლგით საქართველოშიც გამოჩნდა და პირველია, რომელიც ქართველ მომხმარებელს ლუდს დაცული და ხელშეუხებელი თავსახურით სთავაზობს.

მსოფლიოში ანალოგიური შეფუთვები განსაკუთრებით აქტუალური COVID-19-ის პანდემიის ფონზე გახდა. მსგავსი სიახლე უზრუნველყოფს პროდუქციის დაცვას მტვრისა და  მიკრობებისგან და მის უსაფრთხოებას. შეფუთვა დამცავი ფოლგით 100%-ით გადამუშავებადია და სიახლეა ქართულ ბაზარზე.

მხოლოდ „ეფესს“ მოაქვს სასიამოვნო შეგრძნებები ხმელთაშუაზღვისპირეთიდან. ბრენდს საქართველოში მრავალი წლის ისტორია აქვს. „ეფესის“ ოფიციალური იმპორტიორი „ეფეს საქართველოა“, რომელიც  ქართლი ლუდისა და ლიმონათის ბაზრის ლიდერია.

[პარტნიორის კონტენტი]

რა მიმართულების ინფლუენსერ მარკეტინგი იქნება აქტუალური 2022 წელს?