Apple-ის დამფუძნებელი სტივ ჯობსი სიცოცხლეშივე აღიარეს, როგორც კომუნიკაციის ოსტატი. ამიტომ მის რჩევებს, სცენიდან თუ მის მიღმა, დღემდე, ბევრი ადამიანი ითვალისწინებს. საქმიან ურთიერთობაში, ერთ-ერთი აქტუალური საკითხი მეილების წერაა. თითქოს მარტივია, მაგრამ ყურადღება ბევრ დეტალს უნდა მივაქციოთ. ამიტომ, თუ გსურთ, უფრო ეფექტური იყოს თქვენი საქმიანი მიმოწერა, გაითვალისწინეთ სტივ ჯობსის მაგალითები:
ადრესატს, ყოველთვის, სახელით მიმართეთ
სტივ ჯობსი, თავისი წერილის ადრესატებს, ყოველთვის სახელით მიმართავდა, მაშინაც კი, თუ საქმიანი მიმოწერა ძალიან ფორმალური იყო. ეს დაგეხმარებათ კარგი ურთიერთობა დაამყაროთ მასთან და თქვენ შორის ნდობა გააჩინოთ.
საქმიანი მიმოწერა მარტივი წასაკითხი უნდა იყოს
მეილების წერისას, სტივ ჯობსი ყოველთვის გამოყოფდა მნიშვნელოვან საკითხებს. იმ ნაწილს, რომელზეც სურდა, ადრესატს ყურადღება გაემახვილებინა, სხვადასხვანაირად აღნიშნავდა [სხვა ფონტით, სხვა ფერით] ეს ტექნიკა დაგეხმარებათ, თავი მოუყაროთ მნიშვნელოვან საკითხებს, წერილის მიმღებს კი წაკითხვას და რეზიუმეს გაკეთებას გაუმარტივებს.
ნუ გამოიყენებთ სლენგს
სტივ ჯობსი, ყოველთვის, პირდაპირ გზავნილებს იყენებდა. ენის უგულებელყოფა, რაღაც ძალიან არაჯანსაღად მიაჩნდა. სიტყვების მხოლოდ პირდაპირი მნიშვნელობით გამოყენება, საშუალებას მოგცემთ, თქვენი ტექსტი სწორად გაიგოს და აღიქვას ადრესატმა.
გაგზავნამდე კიდევ ერთხელ, დაკვირვებით, გადაიკითხეთ მეილი
სტოვ ჯობსის მეილები არასოდეს ყოფილა მოუწესრიგებელი და მიფუჩეჩებული. დეტალურად გადახედეთ, წერილს, გაგზავნამდე. არ დაუშვათ, რომ ადრესატამდე, ტექსტი, გრამატიკული ან მექანიკური შეცდომებით მივიდეს.
წყარო: Inc.