12
ოქტ
2018

როგორ მოვაგვაროთ პრობლემა ეფექტურად?!

12 ოქტ 2018

ვიღაც საცობში გიჭრით გზას, თანამშრომელი ზუსტად იმ მონაცემებს არ გიგზავნით, ძალიან რომ გჭირდებათ და თითქოს, ეს საკმარისი არ არის, მეუღლეს, უბრალოდ, წყობიდან გამოყავხართ. ყოველდღიური, თითქოს, უმნიშვნელო პრობლემები ერთმანეთს ემატება, ნელ-ნელა წონასწორობას კარგავთ და ფეთქდებით. ასეთ დროს ცხელ გულზე ნუ იმოქმედებთ.

statiebi-bog
statiebi-bog

რა თქმა უნდა, ზოგიერთ სიტუაციაში 1 წამია გადამწყვეტი. მაგალითად, ხანძრის ან ავარიის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ 112-ში უნდა დარეკოთ, მაგრამ არსებობს სიტუაციები, როდესაც ჯობია, ჯერ კარგად დაფიქრდეთ და შემდეგ იმოქმედოთ.

კარგად დაფიქრდით და ისე იმოქმედეთ! 

ბოლო დროის ერთ-ერთი „ბესთსელერის“ – “Chasing Perfection: Shatter the Illusion; Minimize Self-Doubt and Maximize Success“ – ავტორი სიუ ჰოკსი, ამბობს, რომ ადამიანების რეაქციებს, ხშირად, მათი წარსული გამოცდილება განსაზღვრავს.

„ჰკითხეთ საკუთარ თავს: ჩემი რეაქცია ახლა ადეკვატურია? სწორად ვაფასებ ამ კონკრეტულ შემთხვევას, თუ ისეთივე რეაქცია მაქვს, როგორც წინა შემთხვევაში მქონდა? შესაძლოა, თქვენი შინაგანი ხმა ცდებოდეს – ასე მძაფრად ახლა წამოჭრილ პრობლემაზე კი არა, წარსულში მსგავს სიტუაციაზე რეაგირებდეს“.

ამიტომ, სიუ ჰოსკის აზრით, ნებისმიერი პრობლემის დროს, კარგად უნდა დავფიქრდეთ, შინაგანი წონასწორობა აღვიდგინოთ და ისე ვიმოქმედოთ.

აკონტროლეთ თქვენი დამოკიდებულება! 

წარმატებული ადამიანი სიამოვნებას განიცდის საქმის შედეგით. წარუმატებელი კი პროცესით.

„პირველი ყოველთვის შედეგზეა კონცენტრირებული, მეორე – როგორ მივიდეს ამ შედეგამდე. თუ წარმატების მიღწევა გსურთ, აწონდაწონეთ ყველა ნაბიჯი და გააზრებულად მიიღეთ თითოეული გადაწყვეტილება“, – ამბობს „Selling Is an Away Game: Close Business and Compete in a Complex World“-ის ავტორი ლენს ტაისონი.

რეაქციასა და საპასუხო ქმედებას შორის დიდი სხვაობაა! 

„როდესაც ადამიანები იმ დამოკიდებულების მიხედვით მოქმედებენ, რაც პრობლემის აღმოჩენისთანავე უჩნდებათ, არასოწრია. ეს არის პირველი განცდა, რეაქცია, რომელიც სირთულის დაძლევის საშუალებად არც ერთ შემთხვევაში არ გამოდგება. მის გადალახვას მხოლოდ საპასუხო მოქმედება სჭირდება, ანუ კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა. ბუნებრივია, მხოლოდ ვითარების კარგად გაანალიზების შემდეგ“, – ამბობს რიჩარდ ჯოელსონი, ამერიკელი ფსიქოთერაპევტი.

წყარო: Inc.com



განხილვა